ქეთა თოფურია ყოფილი შეყვარებულის სიმღერის ფონზე ცეკვავს (ვიდეო)

ქეთი თოფურიას მეგობარმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც “ა სტუდიოს” სოლისტი ყოფილი შეყვარებულის, გუფის სიმღერის ფონზე ცეკვავს.
ცნობილ ვარსკვლავებს, ამ ეტაპზე, პირადი ურთიერთობები არ აქვთ. რამდენიმე დღის წინ კი, რეპერი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში “Железные судьбы” თოფურიას სიყვარულში კვლავ გამოუტყდა.
გუშინ, ქეთის მეგობარმა მირანდა შელიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც “ა სტუდიოს” მომღერალი გუფის ერთ-ერთ ტრეკის – «Балконный флоу»-ის სიმღერის ფონზე ცეკვავს.
შეგახსენებთ, რომ, გასული წლის ნოემბერში, შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რის მიზეზიც რეპერის მხრიდან ღალატი იყო.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები