ქართულ სკოლაში გადაღებული  ვიდეო, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი გოგონა ტირის  (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ერთი მოსწავლე მეორეზე, უდიდესი გამოხმაურება მოჰყა. ინტერნეტმომხმარებლები ინტერესდებია, არის თუ არა ინფორმირებული ბულინგის ამ ფაქტზე განათლების სამინისტრო და მოახდინა თუ არა უწყებამ რაიმე ტიპის რეაგირება. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Palitravideo.ge განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ სკოლაში ნებისმიერი ტიპის ძალადობა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ორშაბათიდან დავიწყებთ გამოძიებას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გვექნება შესაბამისი რეაგირება, რაშიც ჩვენი ფსიქოლოგიური სამსახურიც ჩაერთვება”, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ამ კადრებში დაფარული არ არის ინციდენტში მონაწილე ბავშვების სახეები. Palitravideo.ge დარედაქტირებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ბავშების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=iIi9JzSbFpk&feature=youtu.be[/youtube]

წყარო:http://www.palitravideo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები