ქართველი ქალები და მამაკაცები – ვინ რა დროს უთმობს სოციალურ ქსელებს

IPM-ისმიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები უფრო მეტად ქალები არიან და ისინი კომუნიკაციისთვის უფრო მეტად სოციალურ ქსელს იყენებენ ვიდრე პირისპირ ურთიერთობის გზას.
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ მედიას მომხმარებლები უმეტესად, ყოველ დღე, ბევრი მათგანი კი დღეში ორჯერ და მეტჯერ იყენებს.
კვლევის მიხედვით, მომხმარებლების 43% სოციალურ ქსელში ერთ შესვლაზე ყველაზე ხშირად, ნახევარ საათამდე დროს ატარებენ და ქსელით ყოველდღიური სარგებლობა თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა დამახასიათებელი.
მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანები გამოირჩევიან სოციალური ქსელის გამოყენების დაბალი ინტენსივობით. მათი 50% თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელს.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს. ქალები მეგობრებთან კვირაში საშუალოდ 2 საათს ატარებენ, კაცები კი 2 საათზე მეტ ხანს უთმობენ მეგობრების გარემოცვას. თუმცა საპირისპირო ვითარებაა მეგობრებთან სოციალური ქსელით ურთიერთობის დროს, სადაც ქალები ლიდერობენ.
ქალები სოცქსელებში მეგობრებთან საუბარში ნახევარი საათიდან 1 საათამდე დროს ხარჯავენ, კაცები კი მაქსიმუმ ნახევარ საათს უთმობენ ინტერნეტში მეგობრებთან საუბარს.
კვლევაში მონაწილეობა სულ 600-მა რესპონდენტმა მიიღო, რის მიხედვითაც სურათი გამოიკვეთა.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები