ქალს აქვს უფლება ქმარი აირჩიოს, კაცს კი ნებისმიერ ქალთან ინტიმური ურთიერთობა შეუძლია – კონკურსი დაუჯერებელი წესებით

ცივილიზებულ ქვეყნებში მამაკაცის სილამაზის სტანდარტები განსხვავებულია და ეს სხვაობა მხოლოდ დეტალებში მდგომარეობს. ყველა ქვეყანაში ქალებს მოსწონთ თანამედროვე მამაკაცები, რომლებიც თავს უვლიან და გემოვნებით იცვამენ.
რადიკალურად განსხვავებული სტანდარტები გააჩნია კაცის ვიზუალს აფრიკულ ტომებში. შესაბამისად, სილამაზის კონკურსიც პიკანტური და არასტანდარტული აქვთ. ვოდაბის ტომის სილამაზის კონკურსი ერთ-ერთ დღესასწაულზე ტარდება სექტემბრის ბოლოს. მასში მონაწილე საუკეთესო მამაკაცებს კი ჟიურის წევრი ქალები აფასებენ.
ამ კონკურსზე ყველაფერი პირიქით ხდება – მამაკაცები ხარჯავენ უამრავ ენერგიას, დროსა და სახსრებს, რათა საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ქალები კი ყველაზე სიმპატიურს გამოავლენენ კონკურსის ფინალში. ეს მოვლენა აფრიკული ტომისთვის იმდენად მნიშნელოვანია, რომ ყველა ადგილობრივი ესწრება მას.კონკურსის მონაწილეები სხვადასხვა მკაფიო ფერზე იღებავენ სახეებს. ამ ფერებიდან წითელი სიმამაცესა და მამაკაცურობაზე მიუთითებს, ყვითელი მაგიურ ძალებთან ასოცირდება, თეთრი კი სიკვდილის ფერს აღნიშნავს. შავი ფერი სახეზე მომხიბლავ ღიმილს უსვამს ხაზს და ამ უკანასკნელს ცხოველების ძვლების ფერფლისგან ამზადებენ სახეზე წასასმელად.

კონკურსანტებს თავსაბურავები აფარიათ, ყელზე კი მრავალფეროვანი მძივები აქვთ მიბნეული. ზოგიერთი მონაწილე ისე არის „გამოპრანჭული“, რომ მათი რეალური ვიზუალის აღქმა რთულია.


ჟიურის წევრები კონკურსანტებს სიმაღლით, კბილებით, ტანითა და გამძლეობით გამოარჩევენ. მონაწილეები ასრულებენ ცეკვებს, სარიტუალო მოძრაობებს და ცდილობენ თავი მოაწონონ ჟიურის წევრ ქალებს.


კონკურსის მსვლელობისას ნებისმიერ ქალს აქვს უფლება სასურველ მამაკაცთან მივიდეს და ხელი ჩაავლოს – ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალმა მომავალი მეუღლე უკვე შეარჩია. ისინი უკვე ოფიციალურ მეუღლეებად გამოცხადდებიან იმ საღამოსვე და ვალდებულები არიან ზუსტად ცხრა თვეში შვილი გაუჩინონ თავიანთ ტომს, იმისთვის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გააუმჯობესონ.


რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულს, მას უფლება აქვს იქ დამსწრე ქალებიდან თავისი გემოვნებით ამოირჩიოს რომელიმე და მასთან მთელი თვე ჰქონდეს ინტიმური კავშირი (ესეც დემოგრქაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად). აღსანიშნავია, რომ ვოდაბის ტომის ქალები ერთ-ერთ ულამაზეს გოგონებად ითვლებიან აფრიკაში.

ამ ტომის ყველაზე საოცარი თავისებურება ისაა, რომ აქ გენდერული ბალანსი არსებობს და ქალებს დიდი როლი აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=117&v=tKAYsLE-wqo

 

წყარო:http://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები