როგორი წელი გელოდებათ წინ – 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

რიცხვების მაგია, საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული სწამდათ ადამიანებს ციფრების ჯადოსნური ძალა და აღიარებდნენ რომ ისინი, დიახაც რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე. ჩვენი საიტის მკითხველებიც დიდი ინტერესით ეცნობიან სტატიებს ნუმეროლოგიის შესახებ. ამჯერად, გვინდა საახალწლო თემატიკას ავუწყოთ ფეხი და დამდეგი 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოთვლა შემოგთავაზოთ.
საიმისოდ, რომ წლის რიცხვი დავიანგარიშოთ, საჭიროა მარტივი მათემატიკური გათვლა. ასე მაგალითად, თუკი თქვენ 1976 წლის 19 მარტს დაიბადეთ, ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოსათვლელად დაგჭირდებათ გამოთვალოთ ამ თარიღის საერთო ჯამი (არ დაგავიწყდეთ დაანგარიშებისას მიუთითოთ მერამდენე თვეა. მაგ. ამ შემთხვევაში მარტი არის მესამე თვე და შეკრებისას სრული თარიღის ჯამს უნდა დავამატოთ ასევე რიცხვი 3).
გამოვიდა მსგავსი ტიპის კომბინაცია 1+9+7+6+3 +1+9 = 36
საბოლოო რიცხვთა ჯამი რაკიღა ორნიშნაა უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე ანუ 3+6=9
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მიღებულ რიცხვს ახლა უკვე წლის საერთო ჯამური მაჩვენებელი უნდა დავამატოთ – 2+0+1+5 ანუ 8.
თუკი ამ ორი რიცხვის ჯამი ისევ ორნიშნაა ანუ კონკრეტულ მაგალითზე ეს არის 17 ის უნდა დავშალოთ, შემდეგ ამისა კი შევკრიბოთ.
საბოლოოდ მივიღეთ რვიანი – ნუმეროლოგიური პროგნოზიც სწორედ ამ რიცხვის შესაბამისობაში უნდა მოიძიოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში:
1 – დამდეგი წელი ლიდერის პოზიციებს, მომატებულ ენერგეტიკას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მოგიტანთ. თუმცა აუცილებლად გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ყველაფერის კეთება მარტოს მოგიხდებათ და დახმარებას სხვებისგან ამაოდ ნუ დაელოდებით. შესაბამისად მხოლოდ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე შეძლებთ ეს წელი უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ ტრამპლინად გადააქციოთ.

2 – სტაბილურობის მომტანი და მატერიალური წინსვლის წელია. გარდა ამისა, ამ წელს ხშირად მოგიხდებათ შუამავლისა და მედიატორის როლის მორგება სხვადასხვა სახის დაძაბული სიტუაციების დასარეგულირებლად. თქვენი რჩევა ბევრს დასჭირდება და გამოადგება.

3 – ცვლილებების, ბევრი მოგზაურობის, სწავლისა და განათლების მიღების წელია. გამორიცხული არ არის, წლის მანძილზე არაერთგზის შეგეცვალოთ გეგმები და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით დაიწყოთ სვლა. მნიშვნელოვნად შესუსტდება კონცენტრაციისა და მოთმინების უნარი, რის გამოც არის იმის ალბათობა რომ წლის მიწურულს გარშემო მყოფები აფერისტობასა და არასტაბილურობაში დაგადანაშაულებენ. შეეცადეთ პირნათლად შეასრულოთ ვალდებულებები და ნაკლებად გაუცრუოთ იმედი ახლობელ ადამიანებს.

4 – ეს ის წელია, როცა განვლილ წლებში წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება და როგორც იქნა გეღირსებათ მშვიდი ცხოვრება. ფინანსური კუთხით აღმავლობას უნდა ელოდოთ. მოიმატებს შემოსავალი ან დამატებითი გამომუშავების გზები გაგიჩნდებათ. პირად ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინეთ ეგოიზმი და მიჯაჭვულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ სამომავლოდ.

5 – ცვლილებების წელიწადია, ამიტომ ჩვეულ სტაბილურობას ცოტა ხნით დაემშვიდობეთ. იცოდეთ, რომ 2015 წელი არაერთი პოზიტიური და ნეგატიური ”სიურპრიზით” გაგახარებთ. თუკი ბუნებით რისკის მოყვარული და ავანტურისტი ადამიანი ხართ, შესაძლოა პირიქით ისარგებლოთ კიდეც წლის მანძილზე შექმნილი ექსტრემალური სიტუაციებით და ”ტალღის ქიმზე” ოსტატურად მოექცეთ. ელოდეთ თავბრუდამხვევ რომანს, რომელსაც ბევრი ემოცია და დრამატული ისტორიები მოჰყვება თან.

6 – სიყვარულში გამართლების, სტაბილური ოჯახის შექმნისა და ურთიერთობების გამყარების წელიწადია. ძალიან კარგი პერიოდი დგება აქამდე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების საბოლოოდ მოსაგვარებლად, რომელიც ოჯახის წევრებთან ან პარტნიორებთან თქვენს არასწორ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. შეეცადეთ ბედნიერების პიკზე მყოფმა, არ დაივიწყოთ მეგობრები. მით უმეტეს ისინი, ვისაც თქვენგან განსხვავებით არცთუ მშვიდი წელიწადი ელოდება.

7 – შემეცნების, თვითრეალიზაციის, სულიერი ზრდისა და ფსიქოლოგიური პროგრესის წელია. ამ წელს თავისუფლად შეგიძლიათ უმაღლესი განათლების ან დამატებითი კვალიფიკაციის თემა დადებითად გადაწყვიტოთ. შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ ან საკუთარ თავში ახალი ნიჭი და უნარ-ჩვევები აღმოაჩინოთ მოულოდნელად.

8 – წარმატებული ბიზნესის, გამართლებული, გონივრული რისკისა და მაღალი შემოსავლების წელია. თუკი კერძო საქმიანობას ეწევით, შესანიშნავად წავა საქმეები სპონსორებთან ან მსხვილ ინვესტორებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული წლის მანძილზე დიდი შენაძენი გააკეთოთ ბინის, აგარაკის ან მიწის ნაკვეთის სახით.

9 – სურვილების ასრულებისა და გასაოცარი თავგადასავლების წელია. ამ წელს ფაქტობრივად ყველა თქვენი ნატვრა შეისხამს ფრთებს, ამიტომ ფრთხილად შეარჩიეთ სურვილი და კარგად დაფიქრდით სანამ რაიმეს ძალიან ინატრებდეთ. ცუდს თუ უსურვებთ ვინმეს, ისიც ახდება თუმცა, სამომავლოდ არც თქვენ ცხოვრებაში მოვა ბედნიერება. გაიხსენეთ ძველი ჩინური ანდაზა: ”გეშინოდეთ თქვენი სურვილების, ისინი შეიძლება ერთ დღეს მართლაც ასრულდნენ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები