ქათმის კვერცხი მამაკაცებში დიაბეტის განვითარების შანსს ამცირებს

ქათმის კვერცხის მოხმარება მამაკაცებში დიაბეტის გაჩენის საფრთხეს ამცირებს. ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის დასკვნაში. ცდები 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ იმ მამაკაცებში, ვინც კვირაში 4 კვერცხს მიირთმევდა, დიაბეტის შემთხვევები 37%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ვინც კვირაში ერთ კვერცხს ჭამდა.

ქათმის კვერცხი სასარგებლო მაღალკალორიული პროდუქტია. ის შეიცავს პროტეინს, ემულგირებულ ცხიმს, ხოლო უმი კვერცხი – ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს და ვიტამინებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები