„ფულის მართვის მასტერკლასი ფულის მართვის მამისგან“ – ალექსეი პალავინკინი საქართველოში ტრენინგს ჩაატარებს

პირველად საქართველოში, ხათუნა მუზაშვილის პიროვნული ზრდის ცენტრის მოწვევით, საქართველოში ბოდო შეფერის, რობერტ კიოსაკის და ბრაიან ტრეისის მოსწავლე, უკრაინის „ქეშ ლოუ“ კლუბის დამფუძნებელი, ბიზნეს ტრენერი, ალექსეი პალავინკინი უკრაინიდან ჩამოვა და ტრენინგს ჩაატარებს ფინანსების მართვისა და ზრდის შესახებ.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა მუზაშვილმა “კვირას” განუცხადა, ტრენინგი არის მათთვის, ვინც არ იცის როგორ მართოს და ეფექტური მართვის შედეგად, როგორ გაზარდოს პირადი ფინანსები.
მისივე განცხადებით, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უკრაინიდან ჩამოდის ჯგუფი, რომელიც ასევე მცხეთას დაათვალიერებს.
“საქართველოში ყველას უნდა ფინანსური დამოუკიდებლობა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ მართოს პირადი ფინანსები და კიდევ უფრო ცოტამ იცის, რომ სწორედ ფინანსების ეფექტური მართვა განაპირობებს გაზრდილ შემოსავალს და არა – ბევრი მუშაობა. დღეს ქართული საზოგადოების ერთ-ერთი დიდი თავისტკივილი, ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრების გატანაა და ამ დროს ფინანსების მართვასა თუ მცირე დანაზოგზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. ამიტომ ეს ტრენინგი არის მათთვის, ვისაც ფული არ ჰყოფნის; ვისაც ეზარება სამსახურში სიარული; ვინც ბევრს შრომობს და სათანადო ანაზღაურებას ვერ იღებს; ვინც სათანადოდ „შოულობს“, მაგრამ ფული მაინც არ აქვს; ვისაც უნდა იყოს მდიდარი; ვისაც აინტერესებს როგორ მართოს ფინანსები და როგორ გაზარდოს შემოსავალი. უნდა იცოდეს ყველამ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ბიზნესი სრული ნულოვანი ბიუჯეტით დაიწყეს და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. დღეს მათ უკვე აღარ ადარდებთ „ფულის შოვნა“, რადგანაც მათი წლიური შემოსავალი დიდი ხანია აჭარბებს $1 000 000-ს, ამიტომაც მათ შეუძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცენ და აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. სწორედ ესაა ფინანსური თავისუფლება, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გახედნილი ფინანსები გაძლევს საშუალებას, შენი ცხოვრების არც ერთი წამი არ იფიქრო ფულზე და ამავე დროს, იცხოვრო ცხოვრების იმ საუკეთესო ხარისხით, რომელსაც უამრავი ფული სჭირდება”, – აცხადებს ხათუნა მუზაშვილი.
ტრენინგი ფასიანია და 10-11 ოქტომბერს სასტუმრო „ალიანსში“ ჩატარდება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები