„ფუდპანდა“ ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ

სცადეთ ფრანგული გემო…

გიყვართ ევროპული სამზარეულო? განსაკუთრებით რომელი ქვეყნის – ფრანგული, იტალიური, შვედური, ფინური, პოლონური თუ… და მაინც, ყველა ქვეყანა თავს ტრადიციული კერძებით იწონებს. „ფუდპანდა“ ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ: პიცა, სალათები, წვნიანები, კრეპები, პასტები, თევზული და სხვა. ქართველებს უყვართ ევროპული სამზარეულო. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი – როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ამჯერად თვალი გადავავლოთ ფრანგულ სამზარეულოს… და თუ გნებავთ, რომ გასინჯოთ კარგი კერძები და, ამავე დროს, კარგადაც გამოიყურებოდეთ, მაშინ სცადეთ ფრანგული გემო. ბევრი გურმანი ფრანგულ სამზარეულოს საუკეთეოდ აღიარებს.

კულინარიის სტილი, რომელიც საფრანგეთიდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. ინგრედიენტები და კერძები განსხვავდება რეგიონების მიხედვით. არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეგიონული კერძი, რომელიც შემდგომში ეროვნული გახდა. ფრანგულმა სამზარეულომ საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. ეროვნული სამზარეულო უმეტესწილად განვითარდა ქალაქ პარიზში, სამეფო კარის მზარეულთა მიერ, თუმცა დროთა განმავლობაში ის მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთაც გავრცელდა.

ფრანგული სამზარეულო ბოსტნეულის დიდი ასორტიმენტით ხასიათდება: კარტოფილი, მწვანე ლობიო, ყველა სახეობის ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, პომიდორი, ბადრიჯანი, ნიახური, სოკო – ყველა ჩამოთვლილი შესაძლოა, სადილის, გარნირისა თუ მსუბუქი საკვების შემადგენლობაში შეგხვდეთ. თავდაპირველად, როგორც წესი, წვნიანით გაგიმასპინძლდებიან. ამ შემთხვევაში ყველაზე პოპულარული პრასის კრემ–სუპი გახლავთ. ძირითად ნაწილს შემწვარი ხორცი შეადგენს – ხშირად ეს ძროხის, ხბოს, ცხვრის, ბატკნის, ანდა ირმის ხორცია, იშვიათად ღორის, მომზადებული კარაქით, ქონდარით, ტარხუნით, ბაზილიკით, ოხრახუშით, დაფნის ფოთლებით, დარიჩინით, მიხაკით, ზაფრანით. ასევე იყენებენ ჯავზს, კოჭას, კვლიავს და სხვა ეგზოტიკურ სანელებლებს და სუფრასთან მიაქვთ ბოსტნეულთან ერთად, რომელიც შეიძლება ასევე შემწვარი იყოს. ფრანგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, რომ შექმნან ხორცის, ბოსტნეულისა და სანელებლების სრულყოფილი კომბინაცია და პროპორცია.

ფრანგებმა იციან, როგორ მოამზადონ და მიირთვან გემრიელი კერძები. მათი სამზარეულო ჯანმრთელი დიეტის კარგი ბაზისია, რადგან ჯანსაღი წესით მზადდება ბევრი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით. ისინი დიდ დროს უთმობენ კერძების მომზადებას და ჭამისგან სიამოვნებას იღებენ.

გიყვართ ფრანგული სამზარეულო? გარგარის კლაფუტი, გარგარის ნამცხვარი მანის ფქვილით, ვაშლის სიდრი, კარტოფილი ლიონურად, ოლივი ენით, ფრანგული ღვზელი ისპანახით და ლორით, ნამცხვარი შუ, ოსპი ფრანგულად, კიში ფილოს ცომით, ქათმის ბლანკეტი და სხვა შეუკვეთეთ ონლაინ დაუნთაუნის,ფაბლიქ ქოფის,სტეიკ ჰაუსი # 1-ს, ჰაკერ ფშორის, ფრეშ კაფე, დისქავერს და სხვას ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული კერძის რეცეპტს ნივრიანი ბაგეტის რეცეპტი – ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო

ბაგეტი, პურის გძელი ხვეული – საფრანგეთის, განსაკუთრებით კი – პარიზის ერთ–ერთი სიმბოლოა. ეიფელის კოშკის, ღვინის, ბერეტისა თუ ყველის მსგავსად ესეც სიმბოლო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის გარეთ მრავალი სახეობის ბაგეტი არსებობს, ფრანგული ბაგეტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული.

ინგრედიენტები: 2 ბაგეტი, 4 დიდი კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ბაზილიკა, 1 ჭიქა გახეხილი ჩედარი, პარმიჯიანო ან სხვა მაგარი ყველი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 7 სუფრის კოვზი კარაქი, 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი: გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი და მარილი. კარგად აურიეთ ყველაფერი. მიქსტურას დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და ნელა ურიეთ. გაჭერით ბაგეტი შუაზე, შემდეგ კი თითქმის ბოლომდე ჩაჭერით 2–3 სმ სიგრძის სენდვიჩებად. წაუსვით ნივრის პასტა და ცოტა კარაქი ზემოდან. ყველა ბაგეტი სათითაოდ გაახვიეთ ფოლგაში და აცხვეთ წინასწარ 180°–ზე გაცხელებულ ღუმელში 10–12 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და მოაყარეთ ყველი. დამატებით 5 წუთის განმავლობაში დატოვეთ ღუმელში.

სუფრაზე მიტანამდე, ასეთი ყავისფერი და ხრაშუნა ბაგეტები ღუმელიდან გამოღების შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით და მიირთვით სანამ ცხელია. ისიამოვნეთ მისი ხრაშუნით.

„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა: მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

„ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით.

foodpanda.ge www.foodpanda.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები