ფუდპანდამ მორიგი 110 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

საკვების ონლაინ შეკვეთის საერთაშორისო კომპანია „ფუდპანდა“ მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს და მსოფლიო ბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ფუდპანდამ“ (www.foodpanda.ge) ახალი კაპიტალის მოზიდვა შეძლო, კერძოდ, მთავარი პარტნიორი Rocket Internet-ისგან, ასევე სხვა არსებული და ახალი ინვესტორებისგან 110 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო.
Rocket Internet „ფუდპანდას“(www.foodpanda.ge ) მთავარი პარტნიორია და საკვების ონლაინ შეკვეთის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ბიზნეს ინკუბატორს წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაში. ერთი თვის წინ Rocket Internet-მა კომპანია “Talabat”-ის აქციების 100 პროცენტი შეისყიდა, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 150 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანია “Talabat” კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ ლიდერობას ორ მნიშვნელოვან ბაზარზე, კერძოდ, საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, რომლებიც მაღალი დონის სმარტფონების ინტეგრაციითა და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივებით გამოირჩევიან.
2012 წლიდან მოყოლებული, „ფუდპანდამ“ 200 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლო, რამაც ხელი შეუწყო მის ლიდერობას მსოფლიო ბაზარზრე. დღეს „ფუდპანდა“ ონლაინ აპლიკაციიდან ან კომპანიის ვებ გვერდიდან – www.foodpanda.ge საკვების შეკვეთის ყველაზე კომფორტულ მეთოდს გთავაზობთ. ფუდპანდას 40 ქვეყანაში 45 ათასზე მეტი პარტნიორი ჰყავს და 32 ქვეყანაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ძირითადი კონკურენტების შესყიდვის შემდეგ, ინდოეთში, მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, კომპანია ტექნოლოგიებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.
„ფინანსური გაძლიერება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქტის განვითარებას განაპირობებს. ჩვენ აქცენტს სამომხმარებლო სერვისებსა და კლიენტების ლოიალურობაზე ვაკეთებთ, რაც „ფუდპანდას“ სერვისს კიდევ უფრო კომფორტულსა და მეგობრულს ხდის,“ – განმარტავენ კომპანიაში.
რალფ უენცელი, „ფუდპანდა“ჯგუფის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინ საკვების მიტანის სფეროში დიდი პოტენციალის მქონე განვითარებად ბაზრებზე სოლიდური პოზიცია დავიკავეთ. ნებისმიერი ახალი დაფინანსება შესაძლებლობას იძლევა ახალი მასშტაბებით მოვახდინოთ კონცენტრირება მომხმარებლებზეახალი და უფრო კომფორტულ სერვისების შეთავაზებით… ჩვენ შევძლებთ ჩავანაცვლოთ პიცის ფლაერებითა და ტელეფონის ზარებით განხორციელებული შეკვეთები რეალური ალტერნატივით “
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.

www.foodpanda.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები