ფრანკისტების მიერ 1937 წელს დახვრეტილი 14 ქალის საერთო საფლავი – ფრანკოს რეპრესიები

სოციალურ ქსელში გიგლა აგულაშვილი ფრანსისკო ფრანკოს, იგივე კაუდილიოს რეპრესიების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“ამ ჩემს საფრენდეთში, ისევე როგორც ქვეყანაში, ყველანაირი გემოვნების (მათ შორის პოლიტიკური) ადამიანია. შეგნებულად არ ვფილტრავ მათ, არ მინდა ჩემთვის მისაღები და მოსაწონი სამყარო შევქმნა, არ ვემალები განსხვავებულ აზრს, კრიტიკას თუ ზღვარგადასულ, ხანდახან შეურაცხმყოფელ შეფასებებიც კი.
რამდენიმე მათგანს უყვარს დისკუსიაში შემოსვლა. მაგალითად, ამ ბოლო დროს დაჟინებით ცდილობენ მომაწონონ ცნობილი დიქტატორები ფრანკო და პინოჩეტი (Alexander Kartveli ). ამ დაჟინების რეალური სარჩული ისაა, რომ ლოგიკურ ჯაჭვში უნდა მომეწონოს მესამე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდის დიქტატორული გადახრები.
ლოზუნგი, “ჯერ განვითარება მერე დემოკრატია”, გნებავთ “ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია” ანუ ნებისმიერი “მერე დემოკრატია” ვერ იქნება მისაღები ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა ჯერარსული საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.
მაშ ასე, ორი სიტყვა ფრანსისკო ფრანკოს, იგივე კაუდილიოს (Caudillo – ბელადი, წინამძღოლი) შესახებ (გამოვტოვოთ უმძიმესი სამოქალაქო ომის ეპიზოდი):

“მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით სრული კონტროლი დაამყარა ესპანეთზე. ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით, წამების ინსტიტუციონალიზებით, იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით, მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით და სხვა სასტიკი ხერხებით სისტემატიურად ახშობდა დისიდენტურ ხედვებს”.
“ამას დაემატა ასობით ათასი ესპანელის საზღვარგარეთ გაძევება (400 000- გ.ა.) დააღუპულთა საეთო რაოდენობა მერყეობს რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს შორის, მათგან უმეტესობა დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებში ან ციხეებში სასამართლოს მსჯავრდების გარეშე (მათ შორის დახვრიტეს 30 000 – გ.ა.)”.
“ომის შემდეგ (იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი-გ.ა.) მან დაამყარა ფაშისტური დიქტატურა ან ნახევრადფაშისტური რეჟიმი და გერმანული და იტალიური ტოტალიტარიზმი დაამკვიდრა შრომით ურთიერთობებში, ეკონომიკურ პოლიტიკაში, ესთეტიკაში, სიმბოლოების გამოყენებაში, შემოიღო “ნაციონალური წესები”…
თვით ფრანკოს შეფასებით, ესპანეთი იყო “ტოტალიტარული სახელმწიფო”.
მეორე ფოტოზე: ფრანკისტების მიერ 1937 წელს დახვრეტილი 14 ქალის საერთო საფლავი, რომელიც 2011 წელს აღმოაჩინეს”,- აგულაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები