„ფორბსმა“ ჰიპ-ჰოპის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰიპ-ჰოპის 2016 წლის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. პირვველ ადგილს რეიტინგში შონ კოუმზი, იგივე ფაფ დედი ან ფი დიდი იკავებს. მისი ქონება 750 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილი Dr. Dre-მ – ანდრე რომელუ იანგუმ დაიკავა. ის 710 მილიონი დოლარის მფლობელია. ყველაზე მდიდარ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთა სიის მესამე ადგილს კი ჯეი ზი – შონ კორი კარტერი იკავებს. მისი ქონება 610 მილიონ დოლარს შეადგენს. შემდეგ სიაში ბრაიან უილიამსი – იგივე Birdman-ია (110 მილიონი დოლარი), მეხუთე პოზიციას კი დრეიკი – ობრი დრეიკ გრემი იკავებს. მას 60 მილიონი დოლარი აქვს. აღსანიშნავია, რომ დრეიკი ყველაზე მდიდარი რეპერების პირველ ხუთეულში მოხვდა. მან რეპერ 50 Cent-ს გაასწრო.

კომენტარები

სხვა სიახლეები