ფინეთში კომპანიები თანამშრომლებისთვის „დღის ძილის“ ინსტრუქტორს ქირაობენ

ფინელები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კონსულტანტებს დღის ძილთან დაკავშირებით. სამუშო დღის განმავლობაში საათნახევრიანი დასვენებისთვის კომპანიები სპეციალურ ინსტრუქტორს ქირაობენ. ამის შესახებ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია Yle იუწყება. ოფისების გარდა, დღე იძინებენ ეკლესიებსა და სკოლებშიც.
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ინსტრუქტორთან ფასიანი მეცადინეობების დროსაც, შესვენებაზე, დღის ძილი შესაძლებელია.
„ხანდახან რთულია მოდუნება, ხოლო ტრენერის ხელმძღვანელობით ეს ძალიან ადვილი ხდება. ინსტრუქტორს ასეთ სიტუაციაში ოქროს ფასი აქვს, რადგან სწორედ ის ხდის შესაძლებელს დასაქმებულ ადამიანებს ქონდეთ ეს მენტალური პაუზა, მინი შვებულება ან, თუნდაც, ნახევარსაათიანი შესვენება“, – ამბობს ამ პროცესის ორგანიზატორი​ თიინა ვაინიო.
2018 წლის დასაწყისში ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ანგარიში დღის ძილის სარგებლიანობის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ თუ კი დღის განმავლობაში 40-60 წუთი დავიძინებთ, ორგანიზმი უკეთ შეძლებს დაგროვებულ დაღლილობასთან გამკლავებას. მაგრამ თუ კი ამ ნორმას გადავაჭარბებთ, ადამიანს ღამე დაძინება გაუჭირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები