ფილმის „მარტო სახლში“ 13 საიდუმლო

 

ფილმს „მარტო სახლში“ დიდი შესავალი არ სჭირდება. წარმოუდგენელია ახალი წელი ცელქი კევინის და არც თუ ისე გონებამახვილი ორი ქურდის გარეშე. ეს ფილმი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.

სინამდვილეში ბაზის (კევინის ძმა) შეყვარებული გოგო, სულაც არ არის გოგო, ის არტ-დირექტორის ვაჟია, რომელსაც კარგი მაკიაჟი გაუკეთეს. რეჟისორს უბრალოდ არ სურდა მოზარდი-გოგონას განაწყენება.

11791960-R3L8T8D-650-21

მსახიობ ჯი პეშს (ჰარის როლში) მომენტებში ავიწყდებოდა, რომ ოჯახურ კომედიაში თამაშობდა, ამიტომ ზოგჯერ სიტყვა „fuck“ წამოსცდებოდა. რეჟსორმა ურჩია იმ სიტყვის ნაცვლად სიტყვა „fridge“ (მაცივარი) ეხმარა.

11792110-R3L8T8D-650-99

იმისთვის, რომ უფრო რეალური ყოფილიყო სიუჟეტი ჯო პეში ცდილობდა, რომ ახალგაზრდა მაკალეი კალკინს (კევინს) ნამდვილად შეშინებოდა, ამიტომ გადასაღებ მოედანზე ხშირად ხვდებოდა მას. ერთხელ პეშიმ შემთხვევით დაკაწრა ახალგაზრდა მსახიობი. ეს მოხდა რეპეტიციის დროს სცენაზე, როდესაც ქურდები კევინს ანკესზე კიდებენ. მსახიობი პეში ამბობს: „მე ვაპირებ ერთიანად ჩავკბიჩო მისი თითები“. მაშინ მსახიობმა ნამდვილად უკბინა მაკალეის თითზე ისე, რომ მას სისხლი წამოუვიდა.

ფილმი „ბინძური სულის ანგელოზები“, რომელსაც კევინი უყურებდა, სინამდვილეში არ არსებობს. ეს განგსტერული სცენა ფილმის რამდენიმე ეპიზოდისთვის სპეციალურად გადაიღეს.

11792310-R3L8T8D-650-77

იმისთვის, რომ არ შეეშინებინა ობობა, სტერნს კივილის შეკავება მოუწია, ხმა კი მოგვიანებით ჩაწერეს.

11820610-R3L8T8D-650---

ფილმის გადაღება ჩიკაგოში მიმდინარეობდა, პარიზის აეროპორტი კი სინამდვილეში ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტი იყო. ბიზნეს-კლასის ადგილები კი სინამდვილეში ადგილობრივი სკოლის კალათბურთის სტადიონზე იყო გაკეთებული, ხოლო მაკალისტერების ოჯახის ჩატბორილი სარდაფი ამავე სკოლის ბასეინში იყო გადაიღეს.

11792410-R3L8T8D-650-999

სახლი, სადაც კევინის ოჯახი ცხოვრობდა, ლინკოლნ ავენიუს 671 ნომერში, უინეტკას მდიდრების სოფელში მდებარეობს, ილინოისის შტატში. ერთ ოჯახზე გათვლილი სამსართულიანი სახლი 2011 წელს 2,4 მილიონ დოლარად აუქციონზე იყო გატანილი, ხოლო 2012 წელს 1,585 მილიონ დოლარად გაიყიდა. დღეს სახლი ტურისტების ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

11792510-R3L8T8D-650-065

თავიდან ქურდი ჰარის როლზე რობერტ დე ნიროს და ჯონ ლოვიცას იწვევდნენ, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

11792810-R3L8T8D-650-314

მაკალეი კალკინის ძმამ კირანმა ფილმში ფიულერის (უმცროსი ბიძაშვილი, რომელიც სულ იფსამდა) როლი შეასრულა.

11793010-R3L8T8D-650-0654

Talkboy მარკის დიქტაფონიც არ არსებობს, ის სპეციალურად ფილმისთვის მოიგონეს. თუმცა კომედიის ფანებს სურდათ მისი შეძენა და რამდენიმე წელში ეს სათამაშო მაღაზიებშიც გამოჩნდა.

11793110-R3L8T8D-650-555

ვისაც ელვის პრესლის სიკვდილის არ სჯერა, ამტკიცებს, რომ ფილმში პრესლი გამოჩნდა. მათი აზრით, აეროპორტში კევინის დედის უკან, პრესლი დგას.

11794160-R3L8T8D-650-888

„შუშის“ ნაძვის სათამაშოები, რომელსაც მარვინი აბიჯებდა, სინამდვილეში კამფეტებისგან იყო გაკეთებული. მაგრამ სტერნს დაზღვევის მიზნით სცენებში, სადაც ფეხშიშველი დადიოდა, რეზინის წინდა ეწვა.

11821410-R3L8T8D-650-990

მაკალეი კალკინმა სინამდვილეში დახატა რუქა, რომელზეც მახეები იყო განლაგებული.

11794610-R3L8T8D-650-sam-doma-5-fakti-02

კომენტარები

სხვა სიახლეები