ფეისბუქის ლაივის დროს მამაკაცს თავში ესროლეს (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის მკვიდრი, „ფეისბუქის ლაივის“ დროს, თავში გასროლით დაჭრეს. ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა „The Independent“-ი ავრცელებს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს ავტომობილის სალონი, რომელშიც მსხვერპლი, მის გვერდით მჯდომი ქალი და კიდევ ერთი მამაკაცია, რომელიც კამერის წინ პისტოლეტს ათავსებს. ქალი პისტოლეტს იღებს, კამერის ობიექტივისკენ და შემდეგ მის გვერდით მყოფი მამაკაცისკენ იშვერს. ის ქალის შეჩერებას ცდილობს და ეუბნება, რომ ეს მდგომარეობა ანერვიულებს. ამ მომენტში კი გასროლა ხდება.
მალევე პოლიციის თანამშრომლებმა 25 წლის კასანდრა დამპერი დააკავეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. მისი განცხადებით, მან არ იცოდა, რომ იარაღი სასროლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. დაჭრილი 26 წლის დევინ ჰოლმსი ამ დროისთვის ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაშია გადაყვანილი, ის აპარატზეა შეერთებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები