„ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხება მოხდა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხება მოხდა. კვირის განმავლობაში ის მეორედ გაითიშა.
სოციალური ქსელი თბილისის დროით 22.30-დან შეფერხებით მუშაობდა. “ფეისბუქზე” შესვლის მცდელობის დროს ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა „ჩვენ პრობლემის გადაჭრაზე ვმუშაობთ და შევეცდებით ის მალე მოვაგვაროთ“. ქსელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო მიუწვდომელი.
„ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხება 24 სექტემბერსაც დაფიქსირდა. მაშინ სოციალური ქსელი 15 წუთის განმავლობაში იყო გათიშული. 21 სექტემბერს კი მესენჯერ Skype-ის მუშაბაში მასშტაბური შეფერხება მოხდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამის გათიშვა მისი კონფიგურაციის ცვლილებამ გამოიწვია.
რაც შეეხება „ფეისბუქს“, თუ რატომ მუშაობდა სოციალური ქსელი შეფერხებით, მიზეზებზე კომპანიაში ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები