კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 28 სექტემბერი – 4 ოქტომბერი

ახალი კვირა და ორშაბათი, რომელიც ისედაც “მძიმეს” რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში სავსებით მოსალოდნელია, რომ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენებით და ემოციებით დატვირთული იყოს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. საქმე იმაშია, რომ ზუსტად კვირის დასაწყისს ემთხვევა ე.წ. “მთვარის დაბნელება”, რომლის შესახებაც ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველების, განვლილი დღეების მანძილზეც არაერთგზის მივაწოდეთ ინფორმაცია.
თუმცა, გული არ მითმენს, რომ ჯერ კიდევ კვირა საღამოს, მათ ვინც მომდევნო კვირის ასტრო-პროგნოზს ელით, არ გაგიზიაროთ საინტერესო ინფორმაცია: დაბნელებები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ და საშიშ კოსმიურ ენერგეტიკას ააქტიურებს, ხასიათდება მნიშვნელოვანი ძვრების მოხდენის შესაძლებლობითადამიანთა ცნობიერებასა და ცხოვრებაზე. შესაბამისად, ორშაბათს სასურველი კი არა, აუცილებელიც კია ახალი იმედებით, ახალი გეგმებითა და მავნე ჩვევებისგან (მათ შორის მავნე ადამიანებისგანაც) გათავისუფლების სურვილით შეხვდეთ, რისთვისაც საუკეთესო შანსი ზუსტად რომ მთვარის დაბნელებას და მის ენერგეტიკას მოაქვს. ამიტომ, “ძიმე ორშაბათს” იქით შეუტიეთ და კვირის დანარჩენ კოსმიურ ტენდენციებსაც თანმიმდევრულად მიჰყევით. მით უმეტეს თუ გავითვალისიწინებთ იმ ფაქტს, რომ უკვე სამშაბათიდან მზისა და მერკურის დადებითი ასპექტის მეშვეობით, ორშაბათს წარმოქმნილი დაძაბული სიტუაციების მოგვარება სავსებით შესაძლებელი იქნება, ასევე აქტიურად გაჩნდება ბევრი ჩვენგანის თავში ორიგინალური და კრეატიული იდეები, რომლის გაჟღერებისგანაც უახლოესი ორი-სამი კვირის მანძილზე თავის შეკავებას გირჩევთ. სამაგიეროდ, სასურველი და აუცილებელიც კია ეს იდეები ფურცელზე მოინიშნოთ მაინც, რომ მომავალში მათ განხორციელებაში ხელი გულმავიწყობამ არ შეგიშალოთ.
კვირის დასაწყისიდან მოყოლებული დაახლოებით 30 სექტემბრის ჩათვლით, მომატებულია ტრავმულობის ალბათობა, ამიტომ სასურველი იქნება არ ჩაებათ ჩხუბში და ნაკლებად გაინებივროთ თავი ავტომანქანის საჭესთან სიჩქარის გადამეტებით.
ოქტომბრის პირველი ორი დღე, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ეს ის დროა, როცა სერიოზულ ფაზაში შეიძლება შევიდეს ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობა, თუმცა მათ საბოლოო დაძაბვასა და გაწყვეტასაც იგივე ინტენსივობით უწყობს ხელს პლანეტარული განლაგება. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, სიტყვებს დაუკვირდით! სიტყვებს!
დაბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც წესი, ყველა მედალს ორი მხარე გააჩნია და კვირის ბოლოს შესაძლებელია, ბევრი ჩვენგანის თავში გაიელვოს დაგროვილი პრობლემების გადაჭრის ორიგინალურმა იდეამ, ან სულაც გარემოებებმა მიგვანიშნოს გზა სიტუაციის განმუხტვისკენ. რასაც ხელს თეთრი მთვარის იგივე სელენას დადებითი ასპექტები განაპირობებს. ასე რომ იყავით გულმოწყალე, უფრო ინტუიციური და გამგებიანი სხვების პრობლემების მიმართ. ეს ყველაფერი კი მერწმუნეთ, დაბნელების ენერგეტიკული პრიზმის მეშვეობით სულ მალე უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები