უცხოპლანეტელები კონტაქტზე იმიტომ არ გამოდიან, რომ ასეთი ხასიათი აქვთ

ფრანგი მეცნიერები ცდილობენ, გაარკვიონ, ამდენი წლის მცდელობების მიუხედავად, რატომ არ გამოდიან უცხოპლანეტელები ადამიანთან კონტაქტზე. როგორც გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, უცხოპლანეტელებს, უბრალოდ, ასეთი ხასიათი აქვთ. ფრანგი მეცნიერები, პროექტის (SETI) ფარგლებში, კოსმოსურ სივრცეში უცხო ცივილიზაციებს ეძებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ, 10-წლიანი კვლევის შედეგად, ჯერ უცხოპლანეტელები არ აღმოუჩენიათ. ასტროფიზიკოსი დენიელ ბრიოტი ამბობს, რომ გონიერი არსებები სხვა პლანეტებიდან არ მოგვცემენ თავის აღმოჩენის საშუალებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესახებ იციან: „ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სხვადასხვა კულტურის შეხვედრა, შესაძლოა, ორივე მხარისთვის საშიში აღმოჩნდეს. ამიტომ, მაღალგანვითარებული კოსმოსური ცივილიზაციები არ ეცდებიან ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლას“, – განაცხადა ასტროფიზიკოსმა

კომენტარები

სხვა სიახლეები