უცნობი წერილი, რომელშიც დედოფალი ელიზაბეტი დაიანას გარდაცვალებაზე საუბრობს

1997 წლის 31 აგვისტოს, პრინცესა დაიანას გარდაცვალების ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, საუბარი ავარიის შესაძლო მიზეზებზე დღესაც გრძელდება და ხშირად ამაში სამეფო ოჯახის წევრებსაც კი ადანაშაულებენ, მათ შორის დედოფალ ელიზაბეტსა და კამილას, რომელიც ჩარლზის მეორე მეუღლე გახლავთ.
დაიანას გარდაცვალების შემდეგ საზოგადოება საუბრობდა იმის შესახებაც, რომ ელიზაბეტს ყოფილი რძლის დაკარგვა არ განუცდია. ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი – ალან მაკკრეგორი კი არ გამორიცხავდა ფაქტს, რომ დაიანა მოკლეს.
თუმცა წერილმა, რომელშიც დედოფალი ტრაგედიაზე საუბრობს, შესაძლოა ეჭვები გააქარწყლოს. ეს შეტყობინება ელიზაბეტმა ლედი ჰენრიეტის სამძიმრის საპასუხოდ გაგზავნა, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახლდათ.
„ეს შემზარავი ტრაგედიაა და დაიანა უზარმაზარი დანაკარგია მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ საზოგადოების რეაქციამ და სულის მოსახსენიებელმა ლოცვამ თითქოს მთელი მსოფლიო გააერთიანა“ – წერდა დედოფალი.
მან პრინცი ჰარისა და უოლიამის გამძლეობასაც გაუსვა ხაზი – „მათ ისეთი სიმამაცე გამოიჩინეს, ჩემთვის საამაყოები არიან“.
თუმცა შემდეგი ფრაზა კიდევ უფრო ცხადად უჩვენებს მის მდგომარეობას „ჯერ კიდევ ემოციური შოკი გვაქვს, ჩვენ საშინელი რამ გამოვიარეთ“ – აღნიშნა მონარქმა.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები