ბერა ივანიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის და შვილთან გადაღებულ ახალ ფოტოს ავრცელებს (ფოტო)

ბერა ივანიშვილი მის ვაჟთან, ბერუკა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, მომღერალი საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი პატარა ოჯახი მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს კეთილი სურვილებისთვის, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თითოეულ სურვილსა და კომენტარს. ურღმესი მადლობა!“, – წერს ბერა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს ბერასა და მის მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ, მას ბერუკა დაარქვეს, რაც მშობლების სახელების შერწყმას წარმოადგენს.

ნანუკა გუდავაძემ, როგორც ცნობილია, ჭორვილაში, სახლის პირობებში, ავსტრიელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები