„ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით“ – გიორგი კეკელიძე გურულ ტრადიციებზე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის სტატუსები სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი და მიმზიდველია.
გიორგი კეკელიძე ხშირად წერს მის ბავშვობაზე, გურიაში გატარებულ წლებზე.

ამჯერადაც, კეკელიძე საუბრობს გურულების უცნაურ ტრადიციაზე, რომელიც ზამთარში, დილაობით სახლის გათბობასა და ღუმელის დანთების ტრადიციას უკავშირდება:

“ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპირად იცის უმძიმესი რიტუალი – წამოდგომა შეზამთრებისას. ღუმელიან ოთახში იქ იშვიათად თუ წვება ვინმე. თუ ოდა – სახლია – ცხადია, რომ მეორე სართულზე, თუ “ბელეტაჟი” – “ფეჩიდან” რაც შეიძლება შორს. არის აქ რაღაც შუა მაზოხიზმსა და პაკაზუხობას შორის. ვინც თბილ, ყოველდღიურ ოთახში იძინებდა, თან რაცხა უცნაური ოჯახიდან იყო, თან გაუგებრად გვშურდა მისი, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო. ჰოდა, დაწოლა ცალკე და წამოდგომა ხომ ცალკე და ცალკე. ტანსაცმელი ყინვაში რომ ცუდად გაწურულს გაფენ და ზევიდან თოვლი მოუსწრებს – ამგვარის მეზობელ დღეშია.

“სირისტია, სირისტი იქინე” და იმიტომ.

მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ვინმე წამოდგება შენამდე და ცეცხლს დაანთებს.
თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთნახევარი გზა “სპალნიდან” “ფეჩის ოთახამდე”. გათბობის განცდით სავსე გზა. ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით. და თუ მოხვდებით, ვერ მიხვდებით, რომ სამოთხეა“, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები