უსიცოცხლო უდაბნოში განგსტერის მიერ აშენებული ლას-ვეგასი – ვინ იყო “ბაგსი” სიგალი

 

ბენჯამინ “ბაგსი” სიგალს შეეძლო მსოფლიოს ისტორიაში შესულიყო, მაგრამ მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულებათა სისხლიან ისტორიაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

ბენჯამინ სიგალი, ზედმეტსახელად “ბაგსი”, სახელგანთქმული განგსტერი და ორმოციანი წლების ამერიკული მაფიის ლეგენდა იყო. სხვა განგსტერებისგან განსხვავებით, ის არ მიისწრაფოდა ბევრი ფულისა და ძალაუფლებისკენ. ბაგსი ოცნებობდა მომავლის ქალაქის აშენებაზე… და მან განახორციელა თავისი ოცნება – ნევადის ცენტრში მდებარე უსიცოცხლო უდაბნოში ააშენა ქალაქი, რომელიც შემდგომში მთელმა მსოფლიომ ლას-ვეგასად გაიცნო.. მან ჩარლი ლუჩანოს ბრძანებით უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 30-იან წლებში ბაგსი ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაუმეგობრდა და ლას-ვეგასში კაზინო “ფლამინგო” გახსნა. როცა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სიგალი ფულს იპარავდა, მოკლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები