უკანონოდ დაკავებულმა მამაკაცმა ის პოლიციელი გადაარჩინა, რომელმაც დაიჭირა

უკანონოდ დაკავებულმა 31 წლის დეილან მაკლმა ის პოლიციელი გადაარჩინა, რომელმაც 4 წლის წინ მას თავისუფლება აღუკვეთა.

2016 წელს პენსილვანიაში მდებარე ერთერთ ბარში მაკლმა დას მიაკითხა, რათა წამოეყვანა. ამ დროს კი ჩხუბი ატყდა და ამ უკანასკნელმა შეიარაღებული მამაკაცი განაიარაღა. ადგილზე მისული სამართალდამცავები  სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და მაკლს ესროლეს. მაკლი გაიქცა, თუმცა დააკავეს და მან ციხეში ერთი წელი გაატარა.

რამდენიმე დღის წინ კი დეილან მაკლი ავარიას შეესწრო, მან აალებულ ავტომობილს გულგრილად არ ჩაუარა. ამ ავტომობილში სწორედ ის სამართალდამცავი იჯდა, რომელმაც დააკავა. მაკლმა ის აალებული ავტომობილიდან გამოიყვანა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები