უინსტონ ჩერჩილის საუკეთესო ციტატები

1.თუ ჯოჯოხეთს გადიხართ – იარეთ შეუჩერებლად.
2. გყავს მტრები? კარგია. ესე იგი, შენს ცხოვრებაში ოდესმე რაღაცისთვის გიბრძოლია.
3. ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობებია.
4. ჭკვიანი ადამიანი თავად არ უშვებს ყველა შეცდომას – ის სხვებსაც აძლევს შანსს.
5. დემოკრატიის საწინააღმდეგო საუკეთესო არგუმენტი – საშუალო დონის ამომრჩეველთან ხუთწუთიანი საუბარი.
6. წარმატება – ენთუზიაზმის შენარჩუნებასთან ერთად, ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე ნაბიჯების გადადგმაა.
7. ქორი მაღლა ადის მაშინ, როდესაც ქარის საწინააღმდეგოდ, და არა ქარის მიმართულებით მიფრინავს.
8. სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლის საკუთარ აზრს.
9. კაპიტალიზმის შესისხლხორცებული მანკიერება – სიკეთის არათანაბარი გაყოფაა, სოციალიზმის შესისხლხორცებული ღირსება – სიდუხჭირის თანაბარი გაყოფაა.
10. როდესაც არწივები დუმან, თუთიყუშები ყბედობენ.
11. ძალაუფლება – ნარკოტიკია. ვისაც ის ერთხელ მაინც გაუსინჯავს – მოწამლულია სამუდამოდ.
12. საკუთარი ცხოვრების მანძილზე ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ შანსს „ფეხი წამოკრას“. სამწუხაროდ, ჩვენს შორის უმრავლესობა უბრალოდ დგება, გაიფერთხავს და გზას განაგრძობს, თითქოსდა, არაფერი მომხდარა.
13. არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ წარმატება, რადგან „ტიტანიკზე“ ყველა ჯანმრთელი და მდიდარი იყო, წარმატებული კი ერთეული აღმოჩნდა!
14. სანამ სიმართლე შარვალს იცვამს, ტყუილი ნახევარი სამყაროს გავლას ასწრებს.
15. პოლიტიკა ისეთივე ჩამთრევი და საშიშია, როგორც ომი. ომში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ, რომ მოგკლან, პოლიტიკაში კი – ბევრჯერ.
16. ჩემი გემოვნება მარტივია. მე ადვილად ვკმაყოფილდები საუკეთესოთი.
17. გსურთ, რომ კამათისას თქვენი სიტყვა ბოლო იყოს? უთხარით ოპონენტს: „თქვენ მართალი ხართ“.
18. დიდი უპირატესობა იმას გააჩნია, ვინც საკმაოდ ადრე დაუშვა შეცდომები, რომლებზეც სწავლაა შესაძლებელი.
19. ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ, რომ ის საიდუმლოებები შეინახონ, რომელთა შესახებაც არ იციან.
20. მე მიყვარს ღორები. ძაღლები ჩვენ ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ, როგორც თანაბრებს.
21. ომი – როდესაც სხვების ინტერესებისთვის სრულებით უდანაშაულო ადამიანები კვდებიან.
22. ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იმაში, რომ სულელებიც მართლები არიან ხოლმე.
23. ბევრად უკეთესია ადამიანის მოსყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა. მოსყიდულად ყოფნაც ბევრად ჯობია, ვიდრე მოკლულად.
24. უფრო მარტივია ნაციის მართვა, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.
25. ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.
26. ხის ფეხსაცმლისგან ხის ფეხსაცმლამდე – გზა ოთხ თაობას შორის: პირველი თაობა აგროვებს, მეორე – ამრავლებს, მესამე – ხარჯავს, მეოთხე – ქარხანაში ბრუნდება.
27. არაფრით ისე არ მოიპოვებ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.
28. ამერიკელები ყოველთვის ნახულობენ ცალსახად სწორ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენს გამოსცდიან.
29. ქვეყნისთვის რთულ დღეებში რთულია მითების მნიშვნელობის გადაფასება.
30. ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში პოლიტიკური ეშმაკური უნარების ყველა საიდუმლოა.
31. ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – მისი გარკვევის დაწყება.
32. პარლამენტის მიზანია – ხელჩართული ბრძოლის სიტყვიერით შენაცვლებაა.
33. როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.
34. რომ მოკლა მკვლელი, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.
35. პესიმისტი სირთულეს ყოველ საშუალებაში ხედავს, ოპტიმისტი ყოველ სირთულეში საშუალებას ხედავს.
36. თქვენ ვერასდროს მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, თუ ქვას ყოველ ძაღლს ესვრით, რომელიც ყეფს.
37. ხალხი, რომელსაც საკუთარი წარსული დაავიწყდა, საკუთარ მომავალსაც დაკარგავს.
38. ყველაზე მკვეთრი სინათლეც არ არსებობს ჩრდილის გარეშე.
39. მე – ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს იმაში, რომ კიდევ ვინმე სხვა ვიყო.
40. ვერცერთი ვარსკვლავი ვერ განათდება, სანამ არ მოიპოვება ადამიანი, რომელიც უკნიდან შავ ნაჭერს დაიჭერს.
ერთხელ ჩერჩილის გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა პოლიტიკოსს: ნუთუ, არ გსიამოვნებთ იმის გააზრება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სიტყვით გამოდიხართ, დარბაზი გავსებულია?
ჩერჩილმა ასე უპასუხა:
– სასიამოვნოა, ძალიანაც. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც გავსებულ დარბაზს ვხედავ, არ შემიძლია, არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიტყვის ნაცვლად ეშაფოტზე რომ ავდიოდე, მაყურებლების რაოდენობა ორჯერ გაიზრდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები