“უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მლოცველის ხმა ესმის” – სასწაულები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გამოცემა BBC-ის არქივში 2012 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება, სადაც სხვადასხვა დროის მეცნიერთა ნაშრომების კრებულია წარმოდგენილი. დავა, რომ რწმენის წყალობით ავადმყოფი განიკურნება, წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო.

ინგლისელი ექთანი ფლორენს ნაითინგეილი, რომელიც მორწმუნე ადამიანი იყო, წერდა, რომ “ხშირად, როდესაც პაციენტი უგონო მდგომარეობაში ყოფილა, ადამიანის ხმა, რომელიც მისთვის ლოცულობდა, ესმოდა”.

1959 წელს გამოვიდა ფრანკლინ ლოერის წიგნი, სახელწოდებით – “ლოცვის ძალა მცენარეებზე”. წიგნში დეტალურად იყო აღწერილი ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში ჩართული იყო 150 ადამიანი, 27 000 თესლი და ნერგი. კვლევაში მცენარეები 2

ჯგუფად დაყვეს. როგორც ფრანკლინი ამბობს, მცენარეებმა, რომლისთვისაც მომვლელები სისტემატურად ლოცულობდნენ, გადარჩენისა და ზრდის უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე იმ კატეგორიამ, რომლისთვისაც არავინ ლოცულობდა.

1988 წელს ამერიკელმა ექიმმა რანდოლფ ბაირდმა რამდენიმე მორწმუნე ქრისტიანი შეკრიბა, რათა სან-ფრანცისკოს კორონალური თრომბოზის სამკურნალო დაწესებულების გარეთ, 400 პაციენტისთვის ელოცათ.

“შედეგი ცხადყოფს, რომ შუამავალ მლოცველს სასარგებლო თერაპიული ეფექტის მოხდენა შეუძლია პაციენტზე, რომელსაც გულის ინტენსიური მკურნალობა სჭირდება”, – განაცხადა ექიმმა სამედიცინო ჟურნალ Southern Medical Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2007 წელს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სისტემურად მიმოეხილათ ყველა ლიტერატურა, რომელიც ლოცვის ეფექტზე იყო აგებული. კვლევა, რომელიც 17 გამოქვეყნებულ ნაშრომზეა დაფუძნებული, ადასტურებს, რომ “პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც ადამიანები ლოცულობდნენ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაეტყოთ”.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები