უგანდელი იმამი მამაკაცზე დაქორწინდა

უგანდელი იმამი მამაკაცზე დაქორწინდა, თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევით მოხდა, ამის შესახევ New Vision-ი წერს.

როგორც ცნობილია, მუჰამად მუტუმბა გოგოზე, სახელად შაბულა ნაბურიკაზე დაქორწინდა, თუმცა, 2 კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ის ბიჭია.

კაბაში გადაცმული თაღლითი, იმამმა გასული წლის ბოლოს მეჩეთში გაიცნო და დეკემბრის ბოლოს მუსლიმური ტრადიციების შესაბამისად დაქორწინდნენ.

მანამდე იმამი საცოლის „დეიდას“ ეწვია და ე.წ. გამოსასყიდი მიუტანა: 2 ტომარა შაქარი, 2 თხა, ტანსაცმელი და ყურანი. 2 კვირის განმავლობაში იმამს მისი ე.წ ცოლი ინტიმურ ურთიერთობებზე უარს ეუბნებოდა და ძილის წინ ტანსაცმელსაც კი არ იხდიდა.

„ცოლი“ მეზობლის გაქურდვის შემდეგ გამოიჭირეს. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ის მამაკაცი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები