ტესტი – შეგიძლიათ თუ არა იშოვნოთ ფული და რა სახის ბიზნესი შეგეფერებათ

ალბათ ნებისმიერ თქვენგანს აინტერესებს, რა სახის ბიზნესი შეეფერება და აქვს თუ არა რეალურად დიდი ფულის შოვნის შანსი ცხოვრებში. გთავაზობთ სიანტერესო ვიზუალურ ტესტს, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ თქვენში არსებულ კომერსანტის ნიჭს და ბიზნეს-შესაძლებლობებს. საამისოდ საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ფოტოკოლაჟიდან, ერთი თქვენთვის მისაღები კომპოზიცია აირჩიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ ტესტის პასუხები.

10731038_771239619607721_8381126779461978077_n

1. მიგაჩნიათ, რომ დოლარი – ეს ვალუტის კლასიკური სახეა, სხვა ფულს არ ცნობთ. თუმცა ამასთან ერთად, საკმაოდ მაღალი მორალური პრინციპების მქონე ინდივიდი ხართ, არცთუ მაინცდამინც ძუნწი. დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, მაღალი სტანდარტები გაგაჩნიათ. ყველაფერს ორიგინალური თვალით უყურებთ. ტიპური “ვორკოჰოლიკი” ხართ და მუყაითობას ითხოვთ სხვებისგანაც. თუმცა, ამას ფულის სიყვარული ან სიხარბე როდი გაიძულებთ, უბრალოდ გსურთ, სამყარო თქვენთვის და გარშემო მყოფებისთვისაც გაცილებით უფრო კომფორტულ ადგილად აქციოთ. კომფორტი კი, მოგეხსენებათ ფულით იყიდება. შესაძლოა, მტერიც ბევრი გყავთ და მოწინააღმდეგეც, მაგრამ როგორც წესი იშვიათად ხარჯავთ დროს სხვისი აზრების მოსასმენად.

2. კრეატიული ადამიანი ხართ, კარგი იუმორის გრძნობით. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ ბიზნესში. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და პროფესიისთვის თავდადებული ინდივიდი ბრძანდებით. თუმცა სხვებზე ზრუნვა და მფარველობაც არ გავიწყდებათ. არ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების, თუმცა თუ არ გთხოვენ, ისე არავის არაფერს სთავაზობთ. ადამიანებში მალე იმსახურებთ ნდობასა და პატივისცემას. გამჭრიახი, სწრაფი და მოქნილი ხართ. ყოველთვის გაქვთ მოსაყოლი რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვებს აინტერესებს. კარგად იყენებთ ინოვაციურ ხედვას და ტექნოლოგიებს. ე.წ. “მასისგან” გამორჩეული ინდივიდი ხართ, მაგრამ ვერც “რუხ კარდინალს” დაგარქმევთ ვინმე.

3. არასტანდარტული აზროვნების საოცარი უნარი გაგაჩნიათ. ფანტასტიკურად ახერხებთ ნებისიერი სირთულის ბიზნესპროექტს მარტივად გაართვათ თავი. კარგად იცით, ინფორმაციიდან მთავარი არსის ამოკრება, ამიტომ ნებისმიერ ბიზნესს ააყვავებთ. მოაზროვნე, ფიქრის მოყვარული და დაკვირებული ინდივიდი ხართ. გიყვართ ყველა შესაძლო მოქმედების და სვლის გაანალიზება, სანამ უშალოდ შეუდგებით მოქმედებას. თუმცა პარტნიორობის მხრივ, მხოლოდ თქვენნაირ მაღალ ინტელექტუალურ, ფიქრის მოყვარულ ინდივიდებთან თანაარსებობთ. ვერ იტანთ მეშჩანობას და სიყალბეს. თქვენი წარმატების გასაღები დეტალების დანახვის უნარაშია, ამიტომ ფინანსური სტაბილურობა და სიმდიდრე თქვენთან, ნელ-ნელა მაგრამ ოდესმე მაინც მოვა.

4. ფილოსოფიური აზროვნების მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ბავშვობაში თავს თანატოლებს შორის “თეთრ ყვავად” აღიქვამდით. დღესდღეობითაც ბევრი ვერ იგებს თქვენს უცნაურ ხასიათს. თუმცა, გარშემო მყოფების იქედნურ დამოკიდებულებას, ძალიან განიცდით ხოლმე. არ არის საჭირო ვინმესთვის რამეს ახსნა, იარეთ წარმატებისკენ, რომელიც აუცილებლად მოვა, თუმცა საამისოდ დრო და იზოლირებულ გარემოში სწავლა/მუშაობა დაგჭირდებათ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საკუთარი თავის ყველაზე დიდ მტრად იქცეთ ცხოვრებაში.

5. კონსერვატორული აზროვნების მქონე, ჯიუტი და პრინციპული ადამიანი ხართ. ხშირად პრობლემა გექმნებათ იმის გამო, რომ გძულთ ინოვაციები და არ მოგწონთ სიახლე. ბიზნესის კუთხით ამ თვისებას შეუძლია ძალიან დაგაზარალოთ. უკეთეს შემთხვევაში სასურველია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესით ან მომსახურების სფეროთი დაკავდეთ. დამოუკიდებლობის მოყვარული ადამიანი ხართ, გიყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება. ვერ იტანთ სიცრუესა და მლიქვნელობას. თქვენზე დაყრდნობა შეიძლება.

6. კეთილი, სენსიტიური და ცოტათი მელანქოლიური ადამიანი ხართ. ადვილად ენდობით სხვებს და ამის გამო, ხშირად გელით იმედის გაცრუება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი მეგობარი გყავთ და თავადაც შესანიშნავად გესმით მეგობრობა. სასურველია, ბიზნესი მარტომ აკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მიიზიდავთ მარტივად გამდიდრების მსურველებს, რომლებიც არც თქვენი მოტყუების აუცილებლობაზე დაიხევენ უკან.

7. მყარი ფსიქიკის მქონე, წინდახედული და მშვიდი ადამიანი ხართ. ყოველთვის იცით, რა გსურთ და საით მიდიხრთ. თქვენი ღირსება არის ის, რომ მოსმენის გასაოცარი კულტურა გაგაჩნიათ და სხვების რჩევებს ყოველთვის ყურადღებით უსმენთ. იშვიათად განიკითხავთ ადამიანებს, მიგაჩნიათ, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია. სტრესგამძლე, მყარი ნერვული სისტემის მქონე ინდივიდი ხართ. ამაო ნერვიულობა იშვიათად გახასიათებთ. წვრილმანების მიმრთ ყურადღებიანი ხართ, მაგრამ ტრაგედიას არასოდეს ქმნით პრობლემების გამო. გესმით კარგი დასვენების ფასი, თუმცა მუშაობაშიც ვერავინ დაგიდებთ ტოლს.

8. თქვენი კულტი “ევრო” და თანამედროე ევროპაა. კოსმოპილიტის აზროვნება გაგაჩნიათ და თვლით, რომ სამყარო ოპტიმისტი და რისკიანი ხალხისაა. ქარიზმატული და მომხიბვლელი ხართ, ადვილად ახერხებთ კონტაქტის დამყარებს ნებისმიერთან. მაქსიმალურდ ცდილობთ თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხოთ ის, რომ “არც მწვადი დაწვათ და არც შამფური”. ეს კი ხშირად, უხერხულ და არმომგებინ პოზიციაში გაყენებთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ იდეებს, ყოველთვის მზად ხართ სათანამშრომლოდ და ცდილობთ სიახლეებს მაქსიმალურად აუწყოთ ფეხი.

9. მხოლოდ ოქრო და უძრავი ქონება მიგაჩნიათ რეალურ ფასეულობად. ჯიუტი, წარმატებაზე ორიენტირებული, რეალისტურად მოაზროვნე ტიპი ხართ. მატერიალურ დოვლათს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მუყაითი შრომისა და მოთმინების ხარჯზე აგროვებთ. არ გიყვართ რისკი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. გაგაჩნიათ ნიჭი, ყველაზე მომგებიანი და წარმატებული ფინანასური სვლები წამის უსწრაფესად გამოთვალოთ და ნებისმიერი იდეა გადაამრავლოთ ფულზე. თუმცა ადამიანებისთვის ვინც ნამდვილად გიყვართ, სულსაც არ დაიშურებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები