ტარიელ ფოცხვერიას ხორხის ავთვისებიანი სიმსივნის შემდეგ, ფილტვის სიმსივნეც განუვითარდა

ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია, უკვე 2 წელია მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მკურნალობს. პალატას, სადაც კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტია მოთავსებული,  ბადრაგი იცავს. როგორც „კვირა+“-ს  კლინიკის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მარდალეიშვილმა განუცხადა, პაციენტი ხორხის ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.

789967369

„ოპერაციის შემდგომ, სიმსივნურმა კვანძმა სიგრძეში 4 სანტიმეტრით მოიმატა. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს მეორე ორგანოს სიმსივნურ დაავადებასაც. კერძოდ, ფილტვის სიმსივნეს“, – განუცხადა „კვირა+“-ს ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა.

ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი აცხადებს, რომ მძიმე დაავადების გამო, შესაძლოა მალე დადგეს ფატალური შედეგი. აქედან გამომდინარე, გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან გაატაროს.

ფოცხვერია, იგივე  „ტარასა“ ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებითა და ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული. სასჯელს ის უკვე 3 წელია იხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მძიმე ავადმყოფს ამ დრომდე შესაბამისი მკურნალობა უტარდება,  ექიმები მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობენ.

1

კომენტარები

სხვა სიახლეები