ტაილანდის ერთ–ერთ რესტორანში კლიენტები პანდების ფუმფულა სათამაშოებთან ერთად ვახშმობენ (ფოტოები)

ტაილანდის ერთ–ერთი რესტორანი ირწმუნება, რომ ის სოციალური დისტანცირების ახალ წესებს იცავს და მარტოსულ კლიენტებს გარკვეულ კამპანიას სთავაზობს – მათ მაგიდასთან პანდას ფუმფულა სათამაშოებს სვამს.

ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირდა, შედეგად, ქვეყანაში ბიზნესზე გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. ამან კი რესტორნებს კვლავ გახსნის საშუალება მისცა, თუმცა –  მკაცრი წესების დაცვის ფონზე, რამაც უნდა შეამციროს ვირუსის გავრცელების ალბათობა.

„თავიდან მაგიდასთან მხოლოდ ერთი სკამი იდო, მაგიდასთან მხოლოდ ერთი კლიენტის დაჯდომა იყო შესაძლებელი, ეს არ მომეწონა და გადავწყვიტე, მათთვის კამპანია შემექმნა“, – აცხადებს რესტორნის მფლობელი.

აღნიშნული კამპანია რესტორნის კლიენტებს ძალიან მოსწონთ და აცხადებენ, რომ ისინი ჭამისას თავს მარტო აღარ გრძნობენ.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები