“სწავლობს გიგლა ტიტინა” – როგორ რგავს გიგი უგულვა კარტოფილს (ფოტო, ვიდეო)

ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის კარტოფილს რგავს. აღნიშნული ვიდეო ხონის რაიონში, სოფელ ჩაის მეურნეობაშია გადაღებული სადაც, როგორც ყოფილი მერი აღნიშნავს, პირველად ირგვება კარტოფილი და იმედს გამოთქვამს, რომ მოსავალი იქნება.
“სწავლობს გიგლა ტიტინა. ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნეობა. პირველი წელია რაც მოსახლეობამ კარტოფილის დარგვა გადაწყვიტა. იმედია, რომ ფაროსანა ვერ მოერევა და ექსპერიმენტიც გაამართლებს – მოსავალი იქნება. მადლობა მათ, რომ მასწავლეს და წარმატება ამ მშრომელ ხალხს”, – წერს უგულავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები