სტუდია „ფოქსმა“ სერიალ „საიდუმლო მასალების“ ახალი სეზონის პრომოფილმი წარმოადგინა (ვიდეო)

ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალის – „საიდუმლო მასალების“ ბოლო სერია 13 წლის წინ გამოვიდა, თუმცა მაყურებლისთვის დღემდე უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ფილმის მთავარ გმირებს – აგენტებს, დანა სკალისა და ფოქს მალდეროს ერთმანეთი შეუყვარდათ.
კინოსტუდია „ფოქსმა“ სერიალის 6- სერიანი სეზონი გადაიღო, თუმცა გადაწყვიტა, რომ ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე „საიდუმლო მასალების“ 20-წუთიანი პრომო გამოექვეყნებინა. 6-ვე სერია განსხვავებულ ისტორიაზეა აგებული, თუმცა ყველა მათგანს ერთი სიუჟეტი აქვს. გარდა დევიდ დუხოვნისა და ჯილიან ანდერსონისა, ფილმში ტელესერიალების სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც მიიწვიეს, მათ შორის არიან: ჯოელ მაკხეილი, ენი მახენდრუ და კუმეილ ნანჯიანი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები