“სრულ “ლოკდაუნზე” საუბარი არ არის” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ქვეყანამ კვლავ “ლოკდაუნი” მიიღოს. აღნიშნულს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ იქნება – გაფართოვდება, მაგრამ სრულ ,,ლოკდაუნზე” საუბარი არ არის. გაზაფხულზე მკაცრ ,,ლოკდაუნს,, მიმართა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენთან ძალიან მკაცრი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ,,ლოკდაუნი” გვქონდა. ამ მასშტაბის, დიდი ალბათობით, არ იქნება. მაგრამ წერტილოვანს რასაც ვეძახით, იმის გაფართოება ნამდვილად აუცილებელია და ნამდვილად უნდა იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები