სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა (ვიდეო)

სპილო გრანდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, ნარკოზიდან გამოვიდა.
ოპერაცია სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
გრანდს სპეციალისტებმა დაჩირქებული ეშვი ამოუღეს.
“ბი-ბი-სი” (BBC)) ახალ სერიალში “დიდი ცხოველების ოპერაციები” (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe)) ჩამოვიდნენ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები