სმენია თუ არა რამე მიხეილ მესხზე – ჟურნალისტის კითხვას ლიონელ მესიმ უპასუხა

უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ უპასუხა.

ქართველი ჟურნალისტი დაინტერესდა, იცნობდა თუ არა არგენტინელი ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთს და ჰქონდა თუ არა მას რაიმე ინფორმაცია წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელებზე. ჟურნალისტის შეკითხვას, სმენია თუ არა მას რამე ქართველ ფეხბურთელ მიხეილ მესხზე, რომელიც თავის დროზე ბრწყინავდა და რომლის გვარიც ძალიან გავს არგენტინელი ფეხბურთელისას, ლიონელ მესიმ უპასუხა, რომ სამწუხაროდ მან არაფერი იცის ქართლი ფეხბურთის და ქართველი ფეხბურთელების შესახებ. ლეო მესი ასევე გამოეხმაურა სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს და თქვა, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს სახლში თამაშობდა და არა უცხო მოედანზე. დინამო არენაზე “ბარსელონამ” ესპანური კლუბი “სევილია” დამატებით დროში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა და უეფას სუპერ თასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები