როგორც ამ ფეისბუქიდან ვხვდები, სტადიონზე ხალხი სელფების გადასაღებადაა წასული – რა ხდებოდა “ფეისბუქზე” სუპერთასის პარალელურად

“ბარსელონა” ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. “ბარსელონამ” “სევილია” დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა.

შეხვედრა თბილისში “დინამო არენაზე” მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.

სოციალურ ქსელებში ფეხბურთის მოყვარულები სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და პოსტებს წერენ.

სოფო ნიჟარაძე: ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში…

გოგა ხაჩიძე: ესპანელები ერთმანეთთან საქმის გასარჩევად დიდუბეში რომ ჩამოვიდნენ…
არადა ესპანეთი მიაქვს ქართველ ქურდებს.

გიორგი ზურაბიშვილი: რა უნდა ვთქვა… ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ სტადიონზე ასეთ თამაშს მოვესწარი. დიდი მადლობა ყველას!

კორკოტა: ამდენი გოლი საქართველოს ,,პრემიერ” ლიგის ოთხ ტურში არ  გასულა.სტადიონზე ვიყავი გამახსენდა ფეხბურთი რა თამაშია ,,კაიფში” ვარ.

თემო დიდბერაშვილი: ისა და ჩვენი ბალახი გაუძლებს ამას? აქამდე ეგეთი არაფერი უნახავს… სასწაულებს ახდენს დინამოზე ეს ბიჭი… ყველა ფეხბურთს უყურებს

გიორგი კორახაშვილი: მე ვარ დღეს ამაყი!!! სიჭი ეს შენი და შენი გუნდის დამსახურებაა!!!

ირაკლი გაფრინდაშვილი:
ასვალტი არ ვიცი მარა, ეს მინდორი კი უნდა ვჭამოთ :))))

ამ თამაშის მერე, ამ სტადიონზე დინამო რაფერ უნდა შევუშვათ, დავკეტოთ რა !:))))….

ამ ბიჭს ჩემი გარეგნობა რომ მისცა კაცი ვერ აჯობებდა:)))

ანგარიშია ყბაყურით: ყივანახველა :)))

ვიქტორ სანიკიძე ემზადება შეცვლისთვის!:)))

მარი გრიგოლია: როგორი ამაყი ვარ! ეს საქართ ველოა….! ბრავო..

სოსო გალუმაშვილი: Ликует столица Грузии, ликует трава на поле, которая 30 лет ждала настоящего футбола. კოტემახარაძისსმაილიკი <3

გია როინიშვილი: მესი და მსოფლიო ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი! რა თქმა უნდა, მესი!:) მატჩი-საოცრება! ბრავო ბარსელონა! ბრავო სევილია!:) – დიდი ფეხბურთი!:)

მერაბ მეტრეველი: როგორც ამ ფეისბუკიდან ვხვდები, სტადიონზე ხალხი სელფების გადასაღებადაა წასული.

კომენტარები

სხვა სიახლეები