სკანდალი: სექსი ღორთან – არის თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ზოოფილი?! (ფოტოკოლაჟი)

არის თუ არა პრემიერ-მინისტრი ზოოფილი და ნარკომანი, – ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხშირად და თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სვამს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ღორთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულეს. სკანდალური ინფორმაცია და დღემდე უცნობი ბიოგრაფია ბრიტანულმა ბულვარულმა გამოცემებმა –  DAILY MAIL, THE SUN და THE MIRROR გამოაქვეყნეს.

ტაბლოიდური გამოცემები წერენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ელიტურ სტუდენტურ კლუბში გაწევრიანების სანაცვლოდ, ქემერონმა ახალგაზრდობაში ბინძურ რიტუალში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ კი, მკვდარი ღორის თავთან მან სექსუალური კავშირი დაამყარა.

საერთაშორისო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ბრიტანეთის პრემიერი ამაზრზენ საქციელში ლორდმა მაიკლ ეშკროფტმა დაადანაშაულა. მან ქემერონის შესახებ წიგნი – „დეივი დამიძახეთ“ გამოსცა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის დღემდე უცნობ და შემაშფოთებელ ბიოგრაფიაზე მოგვითხრობს.  წიგნში დეტალურადაა  აღწერილი დევიდ ქემერონის ახალგაზრდობის სკანდალები. როგორც ავტორი იუწყება, მას ამის ამსახველი ფოტომასალაც გააჩნია.

წიგნის ავტორი ასევე ირწმუნება, რომ გარდა არატრადიციული სექსუალური კავშირისა, ახალგაზრდა ქემერონი სტუდენტობის დროს თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა: დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, მოიხმარდა კოკაინსა და მარიხუანას. წიგნში ასევე საუბარია იმაზეც, რომ მომავალი პრემიერი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ღარიბ ადამიანებს.

სკანდალური წიგნი გაყიდვაში ოქტომბრიდან გამოჩნდება, თუმცა მისი პიკანტური დეტალების შესახებ ინფორმაციამ  პრესაში უკვე გაჟონა. ინფორმაცია ბრიატანეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თემა ნომერი პირველი განხილვის საგანია ინტერნეტშიც.

1

3

9

10

2

8

Brother Delingpole, DC and James Delingpole via Isabel

7

4

6

კომენტარები

სხვა სიახლეები