სკანდალი: საუდის არაბეთის პრინცი აეროპორტში დააკავეს – ამოღებულია 2 ტონა ნარკოტიკი (ვიდეო+ფოტოკოლაჟი)

ბეირუთში ლიბანელმა სამართალდამცავებმა საუდის არაბეთის პრინცი, 4 თანამზრახველთან ერთად, 2 ტონა ნარკოტიკების გადატანის დროს დააკავეს.

AFP (Agence France-Presse)-ს ინფორმაციით, არაბი პრინცი – აბდელ მოხსენა ბენ ვალიდა ბენ აბდელ აზიზი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდაში არის ეჭვმიტანილი. ნარკოტიკები პოლიციამ უფლისწულის პირად თვითმფრინავში აღმოაჩინა, რომლითაც ბენ აბდელ აზიზი სამშობლოში გაფრენას აპირებდა. საერთაშორისო აეროპორტში სამეფო ოჯახის წევრი უშიშროების სამსახურმა ლიბანის სასამართლოს წარმომადგენლის დანი შარაბიას სანქციის საფუძველზე აიყვანა.

გაზეთი “ად-დიარისი” წერს, რომ პრინცი საუდის არაბეთის ხაილის პროვინციის მმართველის ვაჟია. გამოცემის ინფორმაციით, შემოწმებისას მას ნარკოტიკული ნივთიერებების 40 პაკეტი, საერთო წონით 2 ტონამდე აღმოუჩინეს. ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველი არალეგალური ნარკოტიკული საშუალების დამზადების ერთ-ერთ მსხვილ ეპიცენტრად არის მიჩნეული, ადგილობრივი ნარკომაფია კი კოლუმბიურ კარტელს უკავშირდება.

აბდელ მოხსენა ბენ ვალიდა ბენ აბდელ აზიზი საუდის არაბეთის უკვე მეორე პრინცია, რომელიც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნარკოსკანდალში გაეხვია. ამჟამად ამერიკაში, ბევერლი ჰილზში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს 28 წლის საუდის არაბეთის პრინცის – მაჯიდ აბდულაზიზ ალ-საუდის წინააღმდეგ. The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, პრინცს პოლიციაში სამმა დამლაგებელმა ქალმა უჩივლა. მათ ალ-საუდი ნარკოტიკების მოხმარებასა და მათ წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. თავდაპირველად არაბი პრინცი დააპატიმრეს, გირაოს სახით 300 000 დოლარის გადახდის შემდეგ კი ის სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესები სამეფო ოჯახის წევრის მიმართ ამ დრომდე გრძელდება.

რაც შეეხება ნარკოკონტრაბანდას, ცოტა ხნის წინ ოდესაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, 500 კილოგრამი ჰეროინი (1.5 მილიონი დოზა) ამოიღო. Преступности.НЕТ -ის ინფორმციით, ნარკოტიკების საერთო ღირებულება 1 მილიარდ 400 მილიონ გრივნას შეადგენდა.

4c801fa414e3e71e5cbfd2d372489  4109295a7e28feaab9657134917bfc4d.i600x373x467 4115967 11144593018460 Le-Captagon normal_ksa normal_ksaa

კომენტარები

სხვა სიახლეები