“სიცილის კაფე” – მეტი პოზიტივი თბილისელებს

თბილისში ახლად გახსნილ არტკაფე startup- ში 20 ივნისს ღონისძიება – „სიცილის კაფე მაგნო შავდიასთან ერთად“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია პოზიტიური ფსიქოლოგიის ტრენერი მაგნო შავდია. დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს მეტი პოზიტივი მიიღოს.
კაფეში შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება განახევრდება, თანხის ნაწილის გადახდა სიცილით მოგიწევთ.
ინოვაციური და პოზიტიური ღონისძიება სისტემატურ სახეს მიიღებს და ყოველ ორშაბათს არტკაფე startup- ში გაიმართება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები