“სიყვარულის გამო გარღვეული საზღვარი” – პაატა არაქელოვის ისტორია, რომელიც ოკუპანტებმა სამჯერ დააკავეს

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი აფციაური რუსი ოკუპანტების მიერ სამჯერ დაკავებული პაატა არაქელოვის ისტორიის შესახებ წერს. როგორც სტატუსიდან ირკვევა მამაკაცი, რომელიც ოკუპანტებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამჯერ დააკავეს თურმე კანონს სიყვარულის გამო არღვევს.
“ეს ისტორია რეალურია რამდენიმე წუთის წინ მოსმენლი. მოკლედ პარასკევს ახრისელი პაატა არაქელოვი დაიჭირეს რუსებმა. უკვე მესამედ დაიჭირეს. სოფელში გვითხრეს ნათესავებთან მიდის ხოლმეო, არადა სხვა რამეში ყოფილა საქმე. პატარა ოსურ სოფელ გოიაანში გოგო უყვარს თურმე . მონატრებია და გადასულა. დაიჭირეს რუსებმა , უხსნის ოსი გოგო მიყვარსო, მაგრამ რუსებმა უთხრეს არ გვაინტერესებს საზღვარი დაარღვიეო. არადა პაატას სიყვარულმა საზღვარი არ იცის. 5000 რუბლი გადაახდევინეს და გამოუშვეს. არადა პაატას ენატრება. ვერც გოგო გადმოჰყავს. რუსებმა რომ გადმოსვლისას დაიჭირონ უფრო მკაცრად დასჯიან. ხანდახან გამყოფ ხაზთან ვხვდებით ხოლმე, მაგრამ საშიშიაო- ამბობს პაატა. აი ასეთი მავთულხლართიანი სიყვარულის ისტორია გიამბეთ. მაგრამ ეს სიყვარული საზღვრებს არ სცნობს, ალბათ კიდევ გადაიპარება”. წერს აფციაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები