პრინცმა ჰარიმ ძმისშვილს 8 ათასი ფუნტის ღირებულების „ვინი პუჰი“ აჩუქა (ფოტო)

პრინცმა ჰარიმ 8 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა „ვინი პუჰის“ პირველ გამოცემაში, რომელიც მან დღეს ძმისშვილ ლუის ნათლობაზე უნდა აჩუქოს.
11 კვირის ლუის კენტერბერის არქიეპისკოპოსი სენტ ჯეიმსის სასახლის კაპელაში მონათლავს. ცერემონია დახურული იქნება და მასში მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას. ცერემონიას ოთხი წლის პრინცი ჯორჯი და სამი წლის პრინცესა შარლოტაც დაესწრებიან.
ალან მილნის „ვინი პუჰის“ პირველი გამოცემა 1926 წელს გამოიცა და ის 30 ათას ეგზემპლიარად დაიბეჭდა. სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს წიგნი ჰარის ბედნიერ ბავშვობას ახსენებს, რადგან სწორედ მას უკითხავდა ძილის წინ დედა. „ლედი დაიანას კლასიკა უყვარდა და ჰარის გაუჩნდა იდეა პირველი გამოცემებისგან შემდგარი პატარა ბიბლიოთეკა გააკეთოს.“ ასევე ამავე წყაროს თქმით, პრინც ჰარის ძალიან უყვარდა ალან მილნის წიგნებიც, მაგრამ მისი საყვარელი საკითხავი მაინც „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“ იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები