„სისხლიანი მთვარე“ – ციურმა სხეულმა წუხელ წითელი ელფერი მიიღო (ფოტო,ვიდეო)

„სისხლიანი მთვარის“ ფოტოებმა, რომლის დანახვაც წუხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობამ ცაზე შეძლო, ინტერნეტი დაიპყრო. მსოფლიო უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის თვითმხილველი გახდა. სავსე მთვარე წუხელ დედამიწას მოუახლოვდა, დაბნელდა, წითელი ელფერი მიიღო და ჩვეულებრივზე უფრო დიდი ზომის ჩანდა.
ციური სხეულის ფერში გარდასახვა საქართველოში შეუმჩნეველი აღმოჩნდა. საქართველოს ტერიტორიიდან ის ჩვეულ, მონაცრისფრო-მოყვითალო თეთრ ფერში გამოიყურებოდა. სისხლისფრად შეფერილი მთვარის დანახვა წუხელ დასავლეთ ევროპის, რუსეთის, აფრიკის ნაწილის და ამერიკის ორივე კონტინენტის მოსახლეობამ შეძლო. სავსე მთვარის დაბნელების პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მთვარის ასეთი იშვიათი შეფერილობა იშვიათი დამთხვევის – სავსე მთვარისა და მთვარის დაბნელების შედეგია. დედამიწის ჩრდილს მოწითალო ფერი აქვს, რის გამოც, ეს ფერი მთვარეზე აირეკლება.
ბოლო 30 წლის მანძილზე, მთვარე წუხელ პირველად შეიფერა წითლად. იგივე მოვლენის ნახვა მხოლოდ 18 წლის შემდეგაა შესაძლებელი. უჩვეულო ციური მოვლენა განმეორებით, 2033 წელსაცაა მოსალოდნელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები