62 წლის კიმ ბესინჯერი დიდი პაუზის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა (ფოტოკოლაჟი)

 

ჰოლივუდში კრიმინალური კომედიის „კარგი ბიჭები“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე დიდი პაუზის შემდეგ პირველად მსახიობი კიმ ბესინჯერი გამოჩნდა. ჩვენებაზე მასთან და კინოფილმის სხვა მსახიობებთან ერთად რასელ ქროუ და რაიან ჰოსლინგი იმყოფებოდნენ.
ფილმის რეჟისორი შეინ ბლექია. ახალ კინოფილმში რასელ ქროუ და რაიან ჰოსლინგი მეწყვილეებს თამაშობენ, რომლებიც იძულებულნი არიან, დაკარგული გოგონას საქმე ერთად გამოიძიონ. კიმ ბესინჯერი დაკარგული გოგონას დედის როლს თამაშობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები