«სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს» — რა ხდება სხეულის გარდაცვალების შემდეგ

ბრიტანელმა მეცნიერებმა სიკვდილის ფერიც დაასახელეს.

„ბევრ ჩვენგანს ეშინია სიკვდილის. ჩვენ გვჯერა სიკვდილის, რადგან გვითხრეს, რომ მოვა დრო და მოვკვდებით. ჩვენ საკუთარ თავს სხეულთან ვაიგივებთ და ვიცით, რომ სხეული კვდება“ — აცხადებს ბიოცენტრიზმის თეორიის მხარდამჭერი ამერიკელი მეცნიერი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი რობერტო ლანცა.
მისი თქმით, სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, სამყაროს კი ცხოვრება ქმნის და არა პირიქით. ასევე, არც დრო და სივრცე სწორხაზოვან ფორმაში .

ლანცას თქმით, ადამიანის ცნობიერება განსაზღვრავს ობიექტების ზომასა და ფორმას სამყაროში. მაგალითად, როგორ აღვიქვამთ სამყაროს? ადამიანი ცას ლურჯ ტონალობაში ხედავს, თუმცა ტვინის უჯრედები შესაძლოა ისე შეიცვალოს, რომ ადამიანმა ცა მწვანედ ან წითლად აღიქვას. ამდენად, სივცრე და დრო მხოლოდ გონების ინსტრუმენტებია. შესაბამისად, ჩვენი გონება იყენებს ყველა რესურსს სივრცის და დროის გაერთიანებისთვის ერთ გაცნობიერებულ ნაკადში.

კვანტური ფიზიკა აცხადებს, რომ გარკვეული მოვლენების პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია. სამაგიეროდ, არსებობს ფართო სპექტრი შესაძლო ტრაექტორიების განვითარებისა და ალბათობის ხარისხის განსაზღვრის. „ბევრი სამყაროს“ (Multiverse) არსებობის პოზიციიდან გამომდინარე კი, ყველა ეს მოვლენა, შესაძლოა სხვა სამყაროში ჩვეულებრივად განხორციელდეს.

ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი -ეს არის იზოლაცია, რომელსაც ადამიანის ცნობიერება ქმნის, გარდაცვალების შემდეგ კი ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის. სივრცე და დრო კი, არც ისეთი რთული ობიექტებია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ამის დასმტკიცებლად ლანცამ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ერთ–ერთი ექსპერიმენტი განიხილა, რომელმაც აჩვენა, რომ მეცნიერებს შეუძლიათ ზემოქმედება მიკრონაწილაკების მოძრაობაზე წარსულში.

თავის დროზე ალბერტ აინშტაინი წერდა – «უკვდავება არ ნიშნავს უვადო არსებობას დროში, უფრო ნიშნავს არსებობას დროის გარეშე. განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის არის მხოლოდ მყარი ილუზია“.

ბიოცენტრიზმის მომხრეების მტკიცებით, ადამიანებს სძინავთ აწმყოში და ირგვლივ ყველაფერი თანმიმდევრული და პროგნოზირებადია.

«ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი არის უბრალოდ უჯრედების კომპლექტი, ხოლო როდესაც ჩვენი სხეულები ცვდება – ვკვდებით და ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ჩვენი რწმენა სიკვდილის არსებობაში ეფუძნება ტყუილ ცნებას, თითქის სამყარო არსებობს ჩვენს გარეშე“ — აცხადებს ლანცა. ასე რომ, რობერტო ლანცას მიხედვით, ფიზიკური ცხოვრება — არ შემთხვევითობა, არამედ წინასწარ განსაზღვრულია. სიკვდილის შემდეგაც კი, გონება ყოველთვის იქნება აწმყოში, დაბალანსებული უსასრულო წარსულსა და გაურკვეველ მომავალს შორის, რომელიც იარსებებს დროის კიდეზე რეალობებს შორის გადაადგილებით, ახალი თავგადასავლებ ითა და ძველ მეგობრებთან შეხვედრით.

ყველა, ვისაც უსასრული ცხოვრების რწმენით ცხოვრობს, ამისთვის ემზადება . ამის მაგალითი, ბრაზილიერი მილიარდელია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი თავის საყვარელ მაქნანასთან 400 მილიონი ევროს ღირებულების „ბენტლისთან“ ერთად დამარხვა ითხოვა.

ლანცას კვლევეის პარალელურად, ბრიტანელმა მეცნიერებმა სიკვდილის ფერიც დაასახელეს. მათ დააფიქსირეს, რომ გარდაცვალების დროს ადამიანის სხეული უჩვეული მოლურჯო ნაცისფერი ფერს იღებს. ეს აღმოჩენა, კვლევით ცენტრ — Wellcome Trust and the Biotechnology and Biological Sciences Research Council-ს ეკუთვნის.

წყარო:http://geodigest.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები