“სექსუალური სალომე საქართველოდან…” ირლანდიური მედია ქართველი მოცეკვავის შესახებ წერს

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, სა­ლო­მე ჭა­ჭუა ირ­ლან­დი­ურ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში” მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მისი მე­წყვი­ლე ირ­ლან­დი­ე­ლი მო­რაგ­ბე, ჯორ­დან კონ­როი იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მეს შე­სა­ხებ ირ­ლან­დი­უ­რი The Sun სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით – “სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ლო­მე: ვინ არის “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” მო­ნა­წი­ლე სა­ლო­მე ჭა­ჭუა და სად ცეკ­ვავ­და აქამ­დე”.

“წელს სა­ლო­მე ჭა­ჭუა “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ხუთი ახა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვი­დან ერთ-ერ­თია. სა­ლო­მე სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია. თა­ვის სამ­შობ­ლო­ში ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­ში ჩემ­პი­ო­ნია. ასე­ვე არის ცეკ­ვის სტუ­დია Prime Dance-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი”, – წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აქამ­დე ჭა­ჭუა “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“სა­ლო­მე “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და – ის პრო­ექ­ტის ხუთი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლეა. ასე­ვე იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცეკ­ვე­ბის შოუს, “შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა“ ჟი­უ­რის წევ­რი”, – წერს გა­მო­ცე­მა.

ირ­ლან­დი­უ­რი The Sun ასე­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას სი­ტყვებ­საც ცი­ტი­რებს.

“აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ირ­ლან­დი­ურ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა აუ­დი­ტო­რი­ას და­უ­ვი­წყა­რი შოუ ვა­ჩუ­ქო ჩემს შე­სა­ნიშ­ნავ პარტნი­ორ­თან ერ­თად. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მი­დის. ბევ­რს ვშრო­მობთ და ამა­ვე დროს ვმხი­ა­რუ­ლობთ”, – ამ­ბობს სა­ლო­მე ჭა­ჭუა.

The Sun სტა­ტი­ა­ში იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მომ­ხიბ­ვლელ მო­ცეკ­ვა­ვეს “ინ­სტაგ­რამ­ზე“ 35 000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები