სექსოლოგები: კორონაკრიზისის დროს წყვილების სექსუალური ცხოვრება გაუმჯობესდა

გერმანელმა სექსოლოგებმა სექსუალურ ცხოვრებაზე კორონაკრიზისის გავლენები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ კორონაკრიზისი სექსისთვის სულაც არ არის ცუდი დრო, პირიქით.

როგორც ბერლინელმა ფსიქოთერაპევტმა ვოლფგანგ კლუგემ განაცხადა, “ლოკდაუნის დროს წყვილებს ერთად უფრო დიდი ხნის განმავლობაში სძინავთ, რამაც წყვილების 50%-ში სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება გამოიწვია”.

მტკიცებულების სახით მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ “პანდემიის დროს ორი ნივთი სარგებლობს დიდი პოპულარობით: ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატივები. და რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს, სექს-სათამაშოები”.

იგივეს ადასტურებს გერმანიაში ეროტიკული ნივთებით მოვაჭრე მაღაზიის პატრონი, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, მეორე ლოკდაუნის დროს, გაყიდვებმა 170%-ით იმატა, ვიდრე ეს აპრილსა და მაისში იყო.

“კრიზისის დროს ყოველთვის შეინიშნება გაცილებით ინტენსიური სასიყვარულო ურთიერთობები. სიყვარული და სექსუალური ცხოვრება, არის უსაფრთხოდ თავის შეგრეძნების საშუალებაა. ასევე ომების დროს სექსუალური სიახლოვის სურვილი იზრდება”,- ამბობს ვოლფგან კრუგერი

კომენტარები

სხვა სიახლეები