სენსაციური მოვლენა მარსზე – რას აცხადებენ მეცნიერები

პლანეტა მარსი მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. მარსმავალმა საფრენმა აპარატმა Curiosity-იმ დედამიწას სენსაციური მონაცემები გადასცა, მსოფლიოს ყველა მეცნიერი წითელ პლანეტაზე მეთანის არსებობის თაობაზე ჰიპოთეზებს გამოთქვამს.

გაზის ამოფრქვევა მარსზე უკვე ორი თვეა გრძელდება, ექსპერტების თქმით, ეს შეიძლება გეოლოგიური პროცესი იყოს, მაგრამ არ გამორიცხავენ არც იმას, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს.

ვიაჩესლავ ილინი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერული ცენტრი: „ეს ირიბად მეტყველებს აქტიურად მოქმედი მიკროორგანიზების არსებობაზე, რადგან თუ არსებობს მეთანი, მაშინ ის ვიღაცამ უნდა აწარმოოს. შესაძლოა, მეთანის ეს წარმოება ბაქტერიებმა ითავეს. სხვა გადასახედიდან კი, თუ არსებობს მეთანი, მაშინ აქ მეთან-რედუცენტებიც უნდა იყოს, ანუ მისი ჩამომყალიბებლები. და ამ ჩამომყალიბებლად, ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს – წყალი და CO2. წყლის არსებობის შემთხვევაში კი მტკიცდება, რომ მარსზე მიკრობიოლოგიური სიცოცხლე არსებობს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები