სენსაცია: მდინარეში ქალთევზა დაიჭირეს – სირინოზს პოლონეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ (ვიდეო)

პოლონურმა მედიამ უცნაური და საიდუმლოებით მოცული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ამოჰყავთ სპეცტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს მდინარიდან ორმეტრიანი არსება, რომელსაც თევზის კუდი აქვს. ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ის ნამდვილი ქალთევზაა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამოუცნობ არსებას საკაცეზე ათავსებენ და გაურკვეველი მიმართულებით გადაჰყავთ.

უცნაურ და მოულოდნელ აღმოჩენას ვარშავის მერის მოადგილე – იაროსლავ იუზვიაკი გამოეხმაურა. მისი შეფასებით ეს არსება “პოლონური სირინოზია”.

12088033_1051115534921947_3669651975992195908_n

“დღეს გამთენიისას მუშებმა სირინოზების მცირე ჯგუფის გადარჩენა შეძლეს. ცურვისას მათ შემთხვევით, წუხელ მუნიციპალურ საკანალიზაციო სისტემაში შეცურეს და უკან თავის დაღწევა ვეღარ შეძლეს. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა არ იციან, თუ როგორ, ან რა გზებით მოხვდნენ ისინი სისტემაში. სავარაუდოა, რომ ჩიხში ისინი, წყლის დაბალი დინების გამო აღმოჩნდნენ“, – განაცხადა  იუზვიაკმა.

 ვარშავის მერის მოადგილის განმარტებით, ამ დროისათვის ქალთევზების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სპეციალურ ლაბორატორიაში მოათავსეს, სადაც სპეციალისტები მათ ყველა სახის დახმარებას აღმოაუჩენენ. ამოუცნობ არსებებს მოქალაქეობის მიღებისა და სამომავლოდ, საზოგადოებაში რეინტეგრაციაში დახმარების პირობაც მისცეს.

 ბოლო ჯამში სირინოზების ისტორია ჭკვიანური ხუმრობა აღმოჩნდა, რომელშიც თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი მონაწილეობდნენ. ქალთევზას განმაცვიფრებელი ვიდეო, ახალი ვარშაველების კულტურული ფესტივალის ფარგლებში გადაიღეს. ფესტივალის ორგანიზატორები ქალაქის მკვიდრებს ორიგინალურად აზროვნებისკენ მოუწოდებენ.

ფესტივალი დეკემბრამდე გაგრძელდება. ქალაქის მაცხოვრებლები კი, კიდევ ბევრ სიურპრიზს ელიან.

https://www.youtube.com/watch?v=17WWuu-Z1Gw

კომენტარები

სხვა სიახლეები