“სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა” – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის მამა დააკავეს

თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის საქმე – ახლობლების განცხადებით, 11 წლის ბავშვზე მამა რეგულარულად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც.

მეზობლების თქმით, მამას შვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რათა ბავშვს ძალადობის შესახებ არავისთვის მოეყოლა.

“საშინელი კაცი იყო. გოგოებზეც ძალადობდა. ბოლო ორი დღე ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი, გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო”, – აცხადებს ბავშვის დეიდა ია ბოგვერაძე.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები