როგორ შევხვდეთ ძაღლის წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს

იმის მიუხედავად, გვჯერა თუ არა ცრურწმენების, ის მკაფიოდ შემოვიდა და დაფუძნდა ჩვენს ყოველდღიურობაში. წინასაახალწლოდ ეს ნიშნები ძალიან აქტუალური ხდება, ვინაიდან ყველას სურს, ახალი წელი ბედნიერად და წარმატებულად გაატაროს.
ცრურწმენები ბედნიერებისა და წარმატებისთვის:
1. ძაღლი მეგობრული არსებაა, შესაბამისად, ახალი წლის შეხვედრა სასურველია ბევრი მეგობრისა და ახლობლის წრეში. რაც მეტი სტუმარი იქნება თქვენს სახლში, მით უფრო მხიარული იქნება დამდეგი წელი.

компания

2. წლის სიმბოლო კეთილად უნდა განაწყოთ, რათა ახალი წლის დადგომასთან ერთად, სახლში წარმატება და ბედნიერებაც შემოვიდეს. ძაღლს უყვარს ხორცი, ამიტომაც ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი კერძი ხორცით და ქათმით, ასევე, ხორცი ძვალზე, მაგალითად, ნეკნები. დამატებით უნდა გააკეთოთ სალათები ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტეულისგან.

мясо

3. თუ სახლთან უპატრონო ძაღლი ან კატა ნახე, _ მოეფერე და აჭამე, მაშინ ძაღლის წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

покорми собаку

4. კიდევ ერთი უცნაურობა ყვითელი ძაღლის წელთან დაკავშირებით: თუ კი 31 დეკემბერს, ზარების რეკვის დროს გეძინებათ, წარმატება მთელი წელი არ მოგაკლდებათ.

5. სახლში სამზადისისას გადარბენაზე რომ ხართ, ალბათ, ხშირად წამოკრავთ ფეხს ზღურბლზე. დააკვირდით რომელ ფეხს წამოკრავთ, თუ მარცხენას, _ მცირე წარუმატებლობას ელოდეთ, მაგრამ თუ მარჯვენას, _ თქვენთვის წარმატებული წელი იქნება.
6. ასევე, წარმატებული წელი გექნებათ, თუ წინასაახალწლოდ, ან ახალი წლის ღამეს სიზმარში ძაღლს ნახავთ.

собака во сне

7. თუ 2017 წელი შენთვის წარუმატებელი იყო, 31 დეკემბერს გასული წლის კალენდარი დაწვით. სანამ ქაღალდი იწვის, წარმოიდგინეთ, რომ ყველა პრობლემას უკან იტოვებთ და ახალ 2018 წელს სუფთა ფურცლიდან იწყებთ.
8. ზარების რეკვის დროს, მანდარინის დასუფთავება დაიწყეთ და ნაძვის ხის ქვეშ დადეთ. თუ მოასწრებთ, წელი წარმატებული იქნება.
9. სახლში წარმატების შემოტყუება ადვილია, უნდა შემოუშვათ ის, გააღეთ შემოსასვლელი კარი და ფანჯრები.

мандарин
დოვლათი და ბარაქა:
1. გააფორმეთ ნაძვის ხე სიმბოლური კუპიურებით და მონეტებით, რათა მთელი წლის მანძილზე, ახალი ფულადი შემოსავალი არ მოგაკლდეთ. ზარების რეკვისას ხელში დაიჭირეთ ნებისმიერი კუპიურა.

украшение

2. წინასწარ ძაღლის ფორმის ყულაბა იყიდეთ, შეავსეთ იგი სხვადასხვა ღირებულების მონეტებით, დადგით შემოსასვლელ კართან და სთხოვეთ სტუმრებს, თითო მონეტა სიმბოლურად ჩააგდონ.

3. ახალ წლს უნდა შეხვდეთ ახალი ტანისამოსით, მაშინ მთელი წელი დოვლათიანი, ბარაქიანი იქნება. ღამის განმავლობაში თუ სამოსს რამდენჯერმე გამოიცვლით, ხშირად გექნებათ ახალი ტანსაცმელი. იგევე ეხება სახლსაც, იყიდეთ რაიმე ახალი სახლისთვის, _ ხალიჩა ან ფარდა. ყოველივე ეს სახლში ბაქარას მოიტანს!

4. ახალ წელს აუცილებელია, ყველა ოდნავ დაზიანებული ჭურჭელი გადაყაროთ. რათა ეს ბზარები თქვენ ფინანსურ მდგომარეობაზე არ აისახოს.

купюры

5. ის ვისაც სახლის კატა, ან მითუმეტეს, ძაღლი პირველს ალოკავს, აუცილებლად გამდიდრდება მომავალ წელს.

6. თუ წვეულების დროს მარცხენა ხელზე ქავილი იგრძენით, ახლო მომავალში დიდ ფულს ელოდეთ.

წესები ოჯახისა და შვილებისთვის:
1. სანამ ზარები რეკენ, მეუღლეებს ძლიერად უნდა ეკავოთ ერთმანეთის ხელი. ეს მცირე რიტუალია ოჯახში ჰარმონიის დასადგურებისთვის.

держаться за руки

2. წყვილმა, რომელსაც შვილის ყოლა სურს, ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოს ან დადოს მის ქვეშ ბავშვის რომელი ნივთი, მაგალთად, საწოვარა, ან სხვა რაიმე.
3. ოჯახში რომ მთელი წლის მანძილზე არ იყოს ჩხუბი, იყიდეთ ან გააკეთეთ სამფერიანი ძაღლის თილისმა და მოათავსეთ იგი თვალსაჩინო ადგილას.

კომენტარები

სხვა სიახლეები