საშინელი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოხდება

ამ სტატიაში თქვენ შეიტყობთ ხუთი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რომლებიც სამეცნიერო ცნობებზე დაყრდნობით, უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.

მიწიძვრა და ცუნამი (ორეგონის შტატი, ამერიკა 2015-2065 წლების განმავლობაში)

სეისმური უსაფრთხოების კომისიის ცნობით, უახლოესი 50 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს 8-9 ბალიანი მიწისძვრა, რომელიც ცუნამის წარმოქმნას გამოიწვევს. ამის მიზეზად სახელდება დედამიწის ბირთვის 1287 კილომეტრიანი ბზარი, რომელიც ორეგონის შტატიდან 97 კილომეტრში მდებარეობს.

ამერიკის დასავლეთ სანაპიროს შტატები წყლით დაიფარება (2050-2100 წლების განმავლობაში)

2012 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ 1987 წლიდან მოყოლებული ზღვის დონე დასავლეთ სანაპიროზე 0,3 კილომეტრით არის მომატებული. ეს სამჯერ მაღალია დედამიწის ნებისმიერ წერტილთან შედარებით. წყლით დაფარვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის ნიუ იორკი, სადაც ნავარაუდევია, რომ 35 წელიწადში ზღვის დონე 79 სანტიმეტრით აიწევს.

მეგამიწისძვრა (კალიფორნიის შტატი, ამერიკა 2015-2045 წლების განმავლობაში)

ამერიკის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კალიფორნიას 8 ბალიანი მიწისძვრა დაატყდება თავს. პროგნოზის თანახმად, მიწისძვრა შტატის მთელ ტერიტორიას მოიცავს. ის დიდი ავტოსტრადების და შენობების სერიოზულ კოლაფსს გამოიწვევს.

ყველა დროის ყველაზე ძლიერი ცუნამი (კარიბის აუზი, ზუსტი თარიღი უცნობია)

მეცნიერების საიმონ დეის და სტივენ უორდის გათვლებით, ვულკანი კუმბრე ვიეხა კანარის კუნძულებიდან ლავის ამოფრქვევას დაიწყებს, რაც გამოიწვევს ყველაზე მასშტაბური ცუნამის წარმოქმნას. თუ კუმბრე ვიეხა ამოხეთქავს, მისი მარცხენა ნაწილი ჩამოიშლება, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ცუნამის გამოიწვევს. ტალღა დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის იქნება და 800 კილომეტრი საათში სიჩქარით იმოძრავებს. ცუნამის შედეგად დაზარალდება ინგლისი, ფლორიდა და კარიბის აუზში მყოფი ქვეყნები.

ვულკან ფუძიამას ამოფრქვევა (იაპონია 2015-2053 წლების განმავლობაში)

2011 წელს კუნძულ ჰონსიუზე მომხდარმა მიწისძვრამ ოცი ვულკანი მოიყვანა მოქმედებაში. ამის გამო ექსპერტები თვლიან, რომ რომელიმე მათგანი მალე ამოხეთქავს. იაპონური მეტეოროლოგიის სააგენტო გამუდმებით იკვლევს სეისმურ აქტივობას. იაპონიაში არსებული ასი ათი ულკანიდან 47 ითვლება აქტიურად. მეცნიერების გამოთვლით, ყოველ
38 წელიწადში მინიმუმ ერთი ვულკანი უნდა იწყებდეს ლავის ფრქვევას. 2014 წლის ივლისში ფრანგი და იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იაპონიაში უახლოეს მომავალში ამოფრქვევას დაიწყებს ფუძიამა. ფუძიამა ტოკიოდან ასი კილომეტრითაა დაშორებული. ამის გამო ქალაქიდან სასწრაფოდ გახდება საჭირო 750 000 ადამიანის ევაკუაცია, რადგან ქალაქი მთლიანად ფერფლით დაიფარება.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები