როგორ გადავიხადოთ მოდური ქორწილი და თან თანხა დავზოგოთ

ქორწილი ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ გადავიხადოთ კარგი ქორწილი და ის ამასთანავე ბოლო ტენდენციებს არ ჩამორჩებდეს? წარმოგიდგენთ წესებს სხვა ქვეყნებში, როგორ შეიძლება ქორწილისთვის თანხის დაზოგვა.

1. საუზმე და არა წვეულება

ყველაზე ადვილია დაზოგო თანხები რესტორნის ხარჯზე. აუცილებელი არაა ბანკეტის მთელი ღამით დაკვეთა, ახლა პოპულარული ხდება ე.წ. საქორწინო საუზმეები. ახალგაზრდები ქორწინების სახლებში დილიდანვე ეწერებიან, შემდეგ კი სტუმრებთან ერთად რესტორანში მიდიან აღსანიშნავად.  ასევე შესაძლებელია გყავდეთ ქორწილის წამყვანი და გქონდეთ მუსიკაც, ეს ღამის წვეულებასთან შედარებით იაფი დაჯდება.

2. შვედური მაგიდა

საქორწინო ფურშეტი შვედური მაგიდით – კიდევ ერთი შესაძლებლობაა, თქვენი ფულის დასაზოგად. უბრალოდ, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ხანში შესულ სტუმრებს მაინც ჰქონდეთ დასაჯდომი ადგილი.

3. ვიქორწინოთ აგარაკზე

ამჟამად მოდურია თემატური ქორწილები. როგორც წესი, ესეც იძლევა ეკონომიის საშუალებას. მაგალითად ახლა პოპულარულია  ქორწინება “სოფლის სტილში” – ხის მაგიდები და სკამები… ასეთ ადგილად გამოდგება აგარაკი, სადაც შესაძლებელია ლამაზი ქორწილის ორგანიზება.

4. ლიმუზინის ნაცვლად ველოსიპედი

ბოლო დროს პოპულარული გახდა წყვილის გადაადგილების საშუალებად ველოსიპედის გამოყენება. ცხადია, ამ შემთხვევაში “ეკიპირება” უნდა გაითვალისწინოთ. პატარძალს მოკლე

ან შეხსნილი კაბა უნდა ეცვას.

5. ჩართეთ მეგობრები საქმეში

დარბაზის გაფორმება დამატებითი ხარჯია – თუკი დარბაზის გასაფორმებლად მეგობრებს დაიხმარებთ, დაზოგავთ ხარჯებს, რომელიც დიზაინერისთვის უნდა გადაგეხადათ. გამოიყენეთ გასაფორმებლად პატარა ყვავილები მაგიდაზე, ბუშტები, ბურთები, ბაფთები და ა.შ.

6. გამოიწერეთ ინტერნეტით

ქორწინებისთვის საჭირო აქსესუარები – ჩანთა, ხელთათმანები და სხვა წვრილმანი ნივთები, რაც პატარძალს სჭირდება, შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტით. ამ შემთხვევაში, ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ.

ერთადერთი, რაზეც ეკონომიის გაწევას არ გირჩევთ, ეს ფოტოგრაფია. ფოტოები ეს არის მოგონებები მრავალი წლის განმავლობაში, უმჯობესია თუკი ისინი ჭკვიანი ოსტატის ხელით იქნება გადაღებული.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები